საქმეში ნიგერიის პრეზიდენტიც ჩაერთო - "სერია A-ს მეფე ვიქტორ ოსიმენია!"

AutoSharing Option
Serie A-ის ოფიციალური გვერდის მიერ გამოქვეყნებულ პოსტერს, სადაც დიეგო მარადონა ხვიჩა კვარაცხელიას გვირგვინს ადგამს, ნიგერიული აუდიტორიის მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ისინი გვერდს რასიზმში ადანაშაულებენ და თვლიან, რომ მეფე ვიქტორ ოსიმენია.

ამ ფაქტს ნიგერიის არჩეული პრეზიდენტი ბოლა აჰმედ ტინუბუ გამოეხმაურა, რომელმაც შემდეგი განაცხადა:

"ვფიქრობ, ყველა შეგვიძლია შევთანხმდეთ, რომ იტალიაში კორონაცია იყო, სადაც ჩვენმა ვაჟმა, ვიქტორ ოსიმენმა, მოიპოვა გვირგვინი, როგორც სერია A-ს ახალი მეფე!

ვიქტორმა განაგრძო ნიგერიის საფეხბურთო ბრწყინვალების შესანიშნავი ტრადიცია გლობალურ სცენაზე. ჩვენ ყველანი ვამაყობთ მისით და ვუსურვებთ წარმატებებს უკვე ღირსშესანიშნავ
კარიერაში", - განაცხადა ტინუბემ.

altმარადონამ მეფედ კვარაცხელია "აკურთხა" - ნიგერიაში მღელვარება დაიწყო

მკითხველის კომენტარები / 46 /
ბოკა ჰარამს მოუარეთ გირჩევნიათ, რადგან თუ კვარადონას ეძახიან, ამით ყველაფერია ნათქვამი!
მოიცა, მასე ბატისტუტამ მარადონაზე მეტი გოლი გაიტანა და ბატისტუტა უნდა ვაღიაროთ საუკეთესოდ? მთავარი შემოქმედია და არა რეალიზატორი...
ლაშა
14:28 09-05-2023
2
ნიგერიაში იყოს ძმაო მეფე, ნაპოლიში მეფე ხვიჩა კვარაცხელიაა, იცით რატომ თქვე თავგასიებულო თავად რასისტებო? ხვიჩა წელს მივიდა ნაპოლიში და პირველივე წელს მოიგო სკუდეტო, მაშინ, როცა თქვენი ვიქტორა იქ იყო შარშანაც, თავისი ინსინიეთი, კულიბალით, მერტენსით და ლობოტკათი, მაგრამ რატომღაც ვერ ხდებოდნენ ჩემპიონები, კვარამ კი ეს შეძლო. ამიტომაა ის მეფე. სადაც ხვიჩა გადავა, ყველა გუნდი ჩემპიონი გახდება. გადავიდეს ოსიმენი სადაც უნდა, ნაპოლი მაინც ჩემპიონი გახდება მომავალ წელსაც.
კაი კაცო
13:10 09-05-2023
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული