Calciomercato Napoli იტყობინება, რომ "ნაპოლის" ნახევარმცველ ირვინგ ლოსანოს "ფიორენტინასთან" მატჩში მიღებული მარცხენა მუხლის ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა.
ნეაპოლური კლუბი სამედიცინო შემოწმების შემდეგ უახლოეს ხანში გადაწყვეტს, დასჭირდება მექსიკელს ოპერაციის გაკეთება, თუ კონსერვატიული მკურნალობა იქნება საკმარისი.
ნებისმიერ შემთხვევაში, ლოსანოსთვის სეზონი დასრულდა და შემდეგ მის გასხვისებას შეცდებიან.