მაკარონის შეფუთვაზე გამოსახულია "პარტენოპეის" ლოგო, აღნიშნულია, რომ გუნდი ჩემპიონი გახდა და ეს ისტორიაში მესამედ გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ სერია A-ს გასულ ტურში ხვიჩა კვარაცხელიამ და მისმა თანაგუნდელებმა გასვლაზე "უდინეზესთან" ფრე 1:1 ითამაშეს, რის შემდეგაც ნანატრი სკუდეტო მოიპოვეს.