"ნაპოლი" კიმის შემცვლელად 19 წლის მცველის შეძენას გეგმავს

AutoSharing Option
La Repubblica-ს ინფორმაციით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში "ნაპოლის" მცველი კიმ მინ-ჟაე დატოვებს და "პარტენოპეიმ" მის შემცვლელზე ძებნა უკვე დაიწყო.

ხვიჩა კვარაცხელიას გუნდის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი "ატალანტასა" და იტალიის ნაკრების 19 წლის უკანახაზელის ჯორჯიო სკალვინის დამატება იქნება, რომელზეც ძალიან დიდი იმედები მყარდება.

სკალვინი ბერგამოული გუნდის აღზრდილია და ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრია. მას "სკუადრა აძურაში" დებიუტი 2022 წელს ჰქონდა და ქვეყნის მთავარი გუნდის მაისურა 4 შეხვედრაში მოირგო.
მკითხველის კომენტარები / 2 /
Გიორგი არა ჟორა, ჯორჯიო იქნება ალბათ.
Nugzari
09:57 13-05-2023
0
გიორგი?
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული