ვინაიდან "ნაპოლიმ" სკუდეტო სერია A-ს დასრულებამდე ხუთი ტურით მოიგო, გარკვეულწილად მოტივაცია აქვს დაკარგული, მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი თავს შემადგენლობასთან დაკავშირებით ექსპერიმენტების უფლებას აძლევს, თუმცა თქვა, რომ "ინტერთან" სულ სხვა სასტარტო თერთმეტეულს გაიყვანს მოედანზე.
დღეს დილით ნეაპოლურმა გუნდმა ვარჯიში განაახლა, მარიო რუი ინდივიდუალურად მუშაობდა, ხოლო ვიქტორ ოსიმენი მოედანზე საერთოდ არ იყო. კლუბის საიტი იტყობინება, რომ ნიგერიელს გრიპი აქვს. ერთი სიტყვით, ჯერ უცნობია შეძლებს თუ არა ის "ინტერთან" თამაშს.
"ნაპოლისა" და "ინტერის" მატჩი 21 მაისს თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
ასეთია ჩემი უბეჟდენია, მაგალითად.