ოსიმენმა შეიძლება "ინტერთან" თამაში ვერ შეძლოს

AutoSharing Option
ვინაიდან "ნაპოლიმ" სკუდეტო სერია A-ს დასრულებამდე ხუთი ტურით მოიგო, გარკვეულწილად მოტივაცია აქვს დაკარგული, მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი თავს შემადგენლობასთან დაკავშირებით ექსპერიმენტების უფლებას აძლევს, თუმცა თქვა, რომ "ინტერთან" სულ სხვა სასტარტო თერთმეტეულს გაიყვანს მოედანზე.

დღეს დილით ნეაპოლურმა გუნდმა ვარჯიში განაახლა, მარიო რუი ინდივიდუალურად მუშაობდა, ხოლო ვიქტორ ოსიმენი მოედანზე საერთოდ არ იყო. კლუბის საიტი იტყობინება, რომ ნიგერიელს გრიპი აქვს. ერთი სიტყვით, ჯერ უცნობია შეძლებს თუ არა ის "ინტერთან" თამაშს.

"ნაპოლისა" და "ინტერის" მატჩი 21 მაისს თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 3 /
გუნდს რო მოტივაცია არ ექნება ინტერთან თამაშისას, გინდ იტალიის ჩემპიონი იყოს და გინდ ლიგის ჩემპიონი, მაგ გუნდის საქმე დამთავრებულია სამომავლოდ და დარჩება ისევ სფლის ერთჯერად გუნდად.
ასეთია ჩემი უბეჟდენია, მაგალითად.
მალხაზ ჯობავა
22:20 17-05-2023
8
ნაპოლის მთავარი შემტევი ძალა ხვიჩა,ოსიმენი და ლორენცოა რომელიც მარჯვენა ფრთას მთლიანად აკონტროლებს.რომელიმე მათგანის დანაკლისი დიდი დანაკარგია გუნდისთვის.
ამაშია საქმე
21:13 17-05-2023
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული