ოსიმენი სპალეტის გაუბრაზდა - "ნაპოლის" მწვრთნელმა გუნდიდან წასვლა დაადასტურა?

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატის 36-ე ტურში "ნაპოლიმ" საკუთარ მოედანზე "ინტერს" უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა.

შეხვედრის 68-ე წუთზე "პარტენოპეის" მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ გუნდის ფორვარდი ვიქტორ ოსიმენი ჯოვანი სიმეონეთი ჩაანაცვლა, რამაც ნიგერიელი ძალიან გააბრაზა.

ის მოედნიდან გასვლისას ძალიან უკმაყოფილო იყო:

"რატომ?! ეს რა ჯანდაბაა?!", - ამბობდა ვიქტორი, რომელმაც მწვრთნელის მიმართულებით ხელი აიქნია, მის ასისტენტს კი ხელი ჰკრა.

ტოსკანელი მენეჯერის თემა ამით არ ამოწურულა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალ
ისტები მას მომავალზე დაეკითხნენ, რაზეც მან განაცხადა, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს, მაგრამ პრეზიდენტ დე ლაურენტისთან შეთანხმებით, ჯერჯერობით ის არ ხმაურდება.

ლუჩანომ აღნიშნა, რომ აზრის შეცვლას არ აპირებს და ყველაფერი მალე გაცხადდება.

ამ კომენტარის შემდეგ მსოფლიო სპორტულ პრესაში გაჩნდა ვარაუდი, რომ სპალეტიმ თავისი წასვლა დაადასტურა.

უფრო მეტიც, იტალიელები უკვე წერენ, რომ დე ლაურენტისი ახალ შესაძლო დამრიგებლებთან უკვე აწარმოებს მოლაპარაკებას და მას საკმაოდ ბევრი კანდიდატი ჰყავს.
ასევე დაგაინტერესებთ