ოსიმენი: ჩემი მომავალი? დინებას მივყვები

AutoSharing Option
"სამპდორიასთან" ნამატჩევს (2:0) "ნაპოლის" ნიგერიელმა ლეგიონერმა ვიქტორ ოსიმენმა, რომელიც 26 გატანილი გოლით იტალიის ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა და სერია A-ს სეზონის საუკეთესო თავდამსხმელად აღიარეს, DAZN-თან კომენტარი გააკეთა.

- ბედნიერი და მოტივირებული ვარ. ჩემთვის და ნეაპოლელებისთვის განსაკუთრებული სეზონი იყო, ჩემს კარიერაში საუკეთესო.

- კლუბის პრეზიდენტმა დე ლაურენტისმა განაცხდა, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგება შეგიძლიათ. ეს რეალურია?
- ყველაფერია შესაძლებელი, თვით ჩემპიონთა ლიგის მოგება. გასულ წელს ჩვენი არავის სჯეროდა და სკუდეტო მოვიგეთ. ამის უნდა გვჯეროდეს.

- სპალეტიზე რას იტყვით?
- ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ. მან ლიგის საუკეთესო
მწვრთნელის წოდება დაიმსახურა, გამარჯვების არქიტექტორი იყო.

- თქვენი მომავალი?
- ეს პრეზიდენტზეა დამოკიდებული, მან უნდა გადაწყვიტოს. ნებისმიერ გადაწყვეტილებას მივიღებ. მე დინებას მივყვები.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ხვიჩას გარეშე უკვე მგონი მიაგნო ამ კაცმა თავის მომავალს - რასაც გვაჩვენებს კიდეც!
პლეხანოველი
01:21 06-06-2023
0
გუშინ კირევ ერთხელ დაამტკიცა რომ 100 მილიონიანია.
ჩემი აზრით
13:51 05-06-2023
1

სიახლეები პოპულარული