"ყოველგვარ ლოგიკას სცდება, გუნდის ისტორია უნდა იცოდნენ" - ნესტამ მალდინის "მილანიდან" გაშვებაზე ისაუბრა

AutoSharing Option
ლეგენდარულმა იტალიელმა მცველმა და ახლა უკვე მწვრთნელმა ალესანდრო ნესტამ "მილანის" ხელმძღვანელობა გააკრიტიკა, რომელმაც გუნდის სპორტული დირექტორის პოსტიდან პაოლო მალდინი გაათავისუფლა:

"არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ მსგავსი საქციელი ყოველგვარ ლოგიკას სცდება. რა თქმა უნდა, იტალიაში შემოსული აქტივები კარგია, რადგან მათ ფული და იდეები მოაქვთ, მაგრამ როგორც ანჩელოტიმ თქვა, მათ კლუბის ისტორიაც უნდა შეისწავლონ", - ციტირებს ნესტას ჯანლუკა დი მარციო.

იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, მალდინის სტეფანო პიოლის გათავისუფლება და ანდრეა პირლოს დანიშვნა სურდა. მას ასევე რამდენიმე ტოპ-ტრანსფერი ჰქონდა დაგეგმილი და ამ თემებზე
გუნდის ხელმძღვანელობასთან ვერ შეთანხმდა.