"მილანმა" მალდინი ამჯერად იჯარით "ემპოლიში" გაუშვა

AutoSharing Option
"მილანმა" 21 წლის ნახევარმცველი დანიელ მალდინი იჯარით "ემპოლიში" გაუშვა.

მომავალი წლის ზაფხულში "ემპოლის" მალდინის კონტრაქტის გამოსყიდვა შეეძლება.

დანიელ მალდინი "მილანის" ლეგენდის, პაოლო მალდინის შვილია, კლუბის აღზრდილია, გასულ სეზონში "სპეციაში" იყო განათხოვრებული, რომლის რიგებშიც სერია A-ს 18 მატჩში 2 გოლი გაიტანა.

პაოლო მალდინი ამა წლის 6 ივნისს "მილანის" ტექნიკური დირექტორის პოსტიდან გადააყენეს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
მალდინია თუ მარკო პოლო
0
თავისთვის თუ უნდოდა უკეთესი ვერ გააკეთა?
Levani
01:58 11-07-2023
1

სიახლეები პოპულარული