"ნაპოლიმ" მომდევნო სეზონისთვის საშინაო და გასვლითი ფორმა წარადგინა.
დიზაინზე კლუბის მფლობელის, აურელიო დე ლაურენტისის შვილმა ვალენტინამ და ცნობილმა იტალიურმა ბრენდმა EA7-მა იზრუნეს. მათივე თქმით, ახალი მაისურის კონცეფცია განასახიერებს გუნდის ახალ ეპოქას როგორც ნეაპოლში, ისე მთელ მსოფლიოში.
საშინაო მაისური ლურჯი ფერისაა, საგარეო კი - თეთრი.