"ნაპოლი" არგენტინის ნაკრების ნახევარმცველის შეძენას აპირებს

AutoSharing Option
Sky Sport Italia-ს ცნობით, "ნაპოლი" "ტოტენჰემისა" და არგენტინის ნაკრების ნახევარმცველ ჯოვანი ლო ჩელსოთი დაინტერესდა.

27 წლის ლო ჩელსოს იტალიური პასპორტიც აქვს და მხარეებმა შესაძლო ტრანსფერზე გარკვეულ შეთანხმებას მიაღწიეს. ნეაპოლურ კლუბს მისი იჯარით აყვანა უნდა, ლონდონურს კი ან გაყიდვა ან იჯარა კონტრაქტის შემდგომი აუცილებელი გამოსყიდვით.

გასულ სეზონში ლო ჩელსომ "ვილიარეალში" ლა ლიგის 22 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა, ხოლო "ტოტენჰემთან" ხელშეკრულება 2025 წლის ივნისამდე აქვს გაფორმებული.

ჯოვანის ანგარიშზე არგენტინის ნაკრებში 43 შეხვედრაში 2 გოლია, მისი საორიენტაციო სატრანსფერო ფასი
კი 14 მილიონი ევროა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს თუ გამოვიდა მართლა სერიოზული შენაძენია.
რრრ
22:12 16-07-2023
0
ლო ჩელსო ძალიან კარგი ფეხბურთელია..შემტევი..ჯკვიანი ნახევარმცველი..ხვიჩასთვის მშვენიერი პარტნიორი იქნება..თუ შარშანდწლი ტრამვის შემდეგ აღიდგინა კონდიციები..ძალიან დამწყდა გული რომ საჩემპიონო ნაკრებში თამაში ვერ მოახერხა ტრამვის გამო..ისეთივე დანაკლისია როგორც როისი დააკლდა გერმანიის ნაკრებს..2014 წელს..ნდომბელეს ასი თავით სჯობია და მისი იჯარაც სარგებელი იქნება ნაპოლისთვის..
ბუჯანგა
07:37 17-07-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული