Calciomercato-ს ცნობით, "შახტარის" 23 წლის გარემარბი ტეტე შეიძლება "ნაპოლიში" გადაბარგდეს.
ტეტეს ნეაპოლურმა კლუბმა სამწლიანი კონტრაქტი შესთავაზა და მან თანხმობა განაცხადა.
ბრაზილიელს "შახტართან" ხელშეკრულება ახალ წლამდე აქვს გაფორმებული, შეუძლია ფიფას წესით ისარგებლოს და "ნაპოლიში" ჯერ იჯარით გადავიდეს, შემდეგ კი სრულფასოვანი კონტრაქტი გააფორმოს.
გასულ სეზონში ის იჯარით "ლიონსა" და "ლესტერში" თამაშობდა.