"იუვენტუსი" ერთი წლით ევროტურნირებიდან მოკვეთეს

AutoSharing Option
უეფამ "იუვენტუსს" ფინანსური დარღვევების გამო მომავალ სეზონში ევროტურნირებზე მონაწილეობა აუკრძალა.

ამას გარდა, ტურინული კლუბი 20 მილიონი ევროთი დააჯარიმა - 10 მილიონი პირობითით. ამ 10 მილიონის გადახდა იმ შემთხვევაში დაეკისრება, თუ დარღვევები არ აღმოიფხვრება.

მაისში "იუვეს" 10 ქულა ჩამოაკლეს, სერია A-ში მე-7 ადგილზე გავიდა და კონფერენს ლიგაზე უნდა ეასპარეზა.

"იუვენტუსი" თვლის, რომ დარღვევები არსებითი ხასიათის არ ყოფილა, სწორად მოქმედებდნენ და კლუბი გამოტანილი ვერდიქტის გასაჩივრებას არ აპირებს. პრინციპში, აპელაციის შეტანას აზრიც არ აქვს და არც უღირთ, რამეთუ კონფერენს ლიგაზე მონაწილეობა სახელოვანი კლუბისთვის
დიდად მომხიბვლელი ვერაა.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
არაუშავს კონფერენს ლიგაზზე თამაშს და სრიცხვილს აცდებით )
dato
12:04 29-07-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული