"ნაპოლიმ" "ალ ჰილალს" ოსიმენში ძალიან დიდი თანხა მოსთხოვა

AutoSharing Option
Il Mattino-ს ცნობით, "ნაპოლიმ" თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი "ალ ჰილალს" არ მიჰყიდა.

გამოცემის მტკიცებით, საუდის არაბეთის კლუბმა "ნაპოლის" ოსიმენში 130 მილიონი შესთავაზა, მაგრამ იტალიური კლუბი მას 200 მილიონზე ნაკლებად ვერ შეელევა.

ახლახან "ალ ჰილალმა" "ნაპოლის" ყოფილი მცველი კალიდუ კულიბალი, აგრეთვე სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი, რუბენ ნევეში და მალკომი დაიმატა.

ოსიმენს "ნაპოლისთან" კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული