გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ნაპოლიმ" "ალ ჰილალს" თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი 130 მილიონ ევროდ არ მიჰყიდა. თუმცა Sky Sports-ი ირწმუნება, რომ საუდის არაბეთის კლუბი დანებებას არ აპირებს და ნიგერიელს ყოველკვირეულ გასამრჯელოდ 1 მილიონ ფუნტს (თითქმის 1.17 მილიონი ევრო) დაჰპირდა.
ოსიმენს, რა თქმა უნდა, ეს წინადადება მოხიბლავს, რადგან თუ 2025 წლის ზაფხულამდე მოქმედი კონტრაქტი გააგრძელა, წელიწადში 7 მილიონ ევროს მიიღებს. ასეთი ანაზღაურება ნეაპოლურ გუნდში არასოდეს არავის ჰქონია და ეს გამონაკლისი იქნება.
"ეკიპის" მტკიცებით, დღეს "ალ ჰილალმა" ნიგერიელში "ნაპოლის" უკვე 140 მილიონი ევრო
შესთავაზა, მაგრამ იტალიური კლუბი ამ წინადადების განხილვას არც აპირებს. გამოცემის ცნობით, საუდის არაბეთის კლუბი ხვალ ნეაპოლელებს უკვე 150 მილიონ ევროს შესთავაზებს...
როგორც იტყობინებიან, "ნაპოლი" ოსიმენს მხოლოდ 200 მილიონ ევროდ შეელევა.