"ნაპოლიმ" თავდამსხმელ ჯაკომო რასპადორის კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე გაუგრძელა, - იტყობინება ნეაპოლური კლუბის საიტი.
23 წლის რასპადორი "ნაპოლიში" 2022 წლის ზაფხულში გადავიდა და გასულ სეზონში სერია A-ს 25 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.
საერთო ჯამში მის ანგარიშზე იტალიის ჩემპიონატის 101 შეხვედრაში გატანილი 20 გოლია.