ესღა აკლდა "ნაპოლის" - ანგისაც ტრავმირებულია

AutoSharing Option
"ნაპოლის" ნახევარმცველმა ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისამ ტრავმა მიიღო და გუშინ არ უვარჯიშია, - იტყობინება Tutto Napoli.

გამოცემის ცნობით, ანგისას Pineta Grande-ს კლინიკაში გამოკვლევა ჩაუტარდა და მარჯვენა ფეხის კუნთის პრობლემა დაუდგინდა. კამერუნელს ორი კვირა მოუწევს მკურნალობა და ჩემპიონატის სტარტს გამოტოვებს.

შეგახსენებთ, ტრავმირებულია ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენს კი ჯერ გუნდთან ერთად ვარჯიში არ დაუწყია.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ნაღდად, ვახო სანაია თარსავს ნაპოლის.
გია
12:16 05-08-2023
14
მოსამზადებელზე ამდენი ტრამვები?!
იქნებ ახალი მწვრთნელი სცოდავს და ამ ეტაპისთვის ზედმეტად ტვირთავს გუნდს?!
თითქმის ყველას, ვინც დაზიანდა, კუნთის ტრამვა აქვს!!!
G.A.L.
10:21 05-08-2023
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული