"ნაპოლის" ნახევარმცველმა ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისამ ტრავმა მიიღო და გუშინ არ უვარჯიშია, - იტყობინება Tutto Napoli.
გამოცემის ცნობით, ანგისას Pineta Grande-ს კლინიკაში გამოკვლევა ჩაუტარდა და მარჯვენა ფეხის კუნთის პრობლემა დაუდგინდა. კამერუნელს ორი კვირა მოუწევს მკურნალობა და ჩემპიონატის სტარტს გამოტოვებს.
შეგახსენებთ, ტრავმირებულია ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენს კი ჯერ გუნდთან ერთად ვარჯიში არ დაუწყია.
იქნებ ახალი მწვრთნელი სცოდავს და ამ ეტაპისთვის ზედმეტად ტვირთავს გუნდს?!
თითქმის ყველას, ვინც დაზიანდა, კუნთის ტრამვა აქვს!!!