დე ლაურენტისი იახტით მოგზაურობს და ესპანელი ფეხბურთელის ტრანსფერსაც ჩარხავს

AutoSharing Option
"ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა შრომაც იცის და დასვენებაც და სასიამოვნოს სასარგებლოსთან შეთავსებაც.

ის გუშინ თავისი იახტით (Deep Blue II) კამპანიის უკიდურეს სამხრეთით მდებარე კურორტ ჩილენტოში მივიდა და ნაპირზე 12 თანმხლებ პირთან ერთად გადავიდა. მათ შორის მისი ორი შვილი და "სელტას" 21 წლის ესპანელი ნახევარმცველის, გაბრი ვეიგას (გაბრიელ ვეიგა ნავასი) აგენტი იყო.

აურელიო მათთან ერთად ძვირფას რესტორანში შევიდა, სამზარეულოში ნაცნობი მზარეულები მოინახულა, გაეხუმრა და ზღვის პროდუქტების კერძები შეუკვეთა.

როგორც იტყობინებიან, ნეაპოლური კლუბი ვეიგას პიოტრ ზილენსკის შემცვლელად შეიძენს, ეს სიამოვნება კი
დაახლოებით 36 მილიონი ევრო, პლუს ბონუსები დაუჯდება. ფეხბურთელს ხუთწლიან კონტრაქტს გაუფორმებენ და მისი სეზონური გასამრჯელო 2 მილიონი იქნება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
მაგარი კაცია რაც არ უნდა გაუხუროთ რა
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული