"ჯენოამ" "რომა" 4:1 გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მე-6 ტურში "ჯენოამ" "რომას" უმასპინძლა და 4:1 დაამარცხა.

შეხვედრაში ანგარიში მე-5 წუთზე ალბერტ გუდმუნსონმა გახსნა
22-ე წუთზე სხვაობა ბრაიან კრისტანტემ აღადგინა.

მეორე ტაიმში მატეო რეტეგის გოლით "ჯენოა" კვლავ წინ გავიდა, 74-ე წუთზე მორტენ ტორსბიმ დედაქალაქელების მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა, მატჩის საბოლოო ანგარიში კი 81-ე წუთზე ჯუნიორ მესიასმა დააფიქსირა.

ამრიგად, "ჯენოა" სატურნირო ცხრილში 7 ქულით მე-11 ადგილს იკავებს. გენუელები მომდევნო მატჩს 1-ელ ოქტომბერს, "უდინეზეს" წინააღმდეგ გამართავენ.

"რომა" 5 ქულით მე-16 ადგილზეა, ჟოზე მოურინიოს გაწვრთნილი გუნდი 1-ელ ოქტომბერს "ფროზინონეს" უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული