ოსიმენი პროტესტის ნიშნად პენალტს აღარ შეასრულებს - "ნაპოლი" Giochi Preziosi-ს სასამართლოში უჩივლებს

AutoSharing Option
"ნაპოლი" იტალიის ცნობილ კომპანია Giochi Preziosi-ს იმის გამო უჩივლებს სასამართლოში, რომ ვიქტორ ოსიმენის მსგავს თოჯინას მაღაზიების თავის ქსელში ყიდის. ნეაპოლურმა კლუბმა განაცხადა, რომ ეს არც მათ მოეწონათ, არც ფეხბურთელს და საიმიჯო უფლებები დაირღვა.

თოჯინას სახეზე ნიღაბი აქვს, ტრუსზე 9 ნომერი აქვს გამოსახული და წარწერა აქვს დართული - Cicciobello Bomber (სანდომიანი ბომბარდირი). კომპანია Giochi Preziosi-ს მფლობელი "ჯენოას" ყოფილი პრეზიდენტი ენრიკო პრეციოზია.

და კიდევ ერთი ინფორმაცია ნიგერიელის შესახებ: "რეპუბლიკას" ცნობით, ოსიმენმა "ნაპოლის" მიმართ წყენა ვერ დაივიწყა და პენალტს აღარ დაარტყამს. ვიქტორი და მისი
გარემოცვა უკმაყოფილო დარჩა TikTok-ზე გამოქვეყნებული ვიდეორგოლის გამო, რის შემდეგაც კლუბის სოციალური ქსელის სამსახურის ხელმძღვანელი გაათავისუფლეს.

ინციდენტის შემდეგ "ნაპოლიმ" სამი თერთმეტმეტრიანი მოიპოვა და ოსიმენმა არც ერთი არ დაარტყა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
კიდევ კარგი აღარ დაარტყამს
4
ტვინი ნუ შეგვიჭამე ოსიმენ, თუ თამაში გინდა ითამაშე თუ არა და აფრიკა დიდია!!!
NAPOLI !
08:11 06-10-2023
13
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული