"ინტერმა" "ბოლონიასთან" ქულები დაკარგა - გალიდერების შანსი "მილანს" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
იტალიის სერია A-ს მე-8 ტურში "ინტერმა" საკუთარ მოედანზე "ბოლონიას" უმასპინძლა, მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.

"ნერაძურიმ" შეხვედრა მაგრად დაიწყო, მე-13 წუთისთვის სიმონ ინძაგის შეგირდები ფრანჩესკო აკერბისა (11) და ლაუტარო მარტინესის (13) გოლებით დაწინაურდნენ.

მე-19 წუთზე რიკარდო ორსოლინიმ პენალტის ნიშნულიდან სხვაობა შეამცირა, 52-ე წუთზე კი ჯოშუა ზირკზემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ამრიგად, "ინტერი" პირველ პოზიციას ინარჩუნებს, თუმცა "მილანს" შანსი აქვს დღეს "ჯენოასთან" გამარჯვების შემთხვევაში ცხრილს სათავეში ჩაუდგეს. რაც შეეხება "ნერაძურის" მომდევნო მატჩს, 21 ოქტომბერს "ტორინოს" ესტუმრება.

თავის მხრივ, "ბოლონია" 11 ქულით მე-8 ადგილზე
იმყოფება, 22 ოქტომბერს კი "ფროზინონეს" უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული