მძიმე დანაკლისი - ოსიმენი "ნაპოლის" 4-6 კვირა ვერ დაეხმარება

AutoSharing Option
"ნაპოლის" თავდამსხმელის, ვიქტორ ოსიმენის ნიგერიის ნაკრებში მიღებული ტრავმა იმაზე უფრო სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე ვარაუდობდნენ.

Sky Sport Italia-ს ცნობით, ოსიმენს საუდის არაბეთთან ამხანაგურ მატჩში მიღებული მარჯვენა ბარძაყის ტრავმის გამო 4-6 კვირა გაუცდება.

ნიგერიელი "ნაპოლის" უახლოეს მნიშვნელოვან მატჩებში "ვერონასთან", "უნიონთან", "მილანთან", "სალერნიტანასთან", ისევ "უნიონთან" და "ემპოლისთან" ვერ დაეხმარება და მხოლოდ მორიგი სანაკრებო პაუზის შემდეგ შეძლებს თამაშს. ის დღეს დილით სამკურნალოდ ნეაპოლში დაბრუნდა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
აი დარდი რა
გიო
20:42 16-10-2023
11
ამზადებენ უკვე წასასვლელად.
ტარიელი
21:03 16-10-2023
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული