"ნაპოლის" თავდამსხმელის, ვიქტორ ოსიმენის ნიგერიის ნაკრებში მიღებული ტრავმა იმაზე უფრო სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე ვარაუდობდნენ.
Sky Sport Italia-ს ცნობით, ოსიმენს საუდის არაბეთთან ამხანაგურ მატჩში მიღებული მარჯვენა ბარძაყის ტრავმის გამო 4-6 კვირა გაუცდება.
ნიგერიელი "ნაპოლის" უახლოეს მნიშვნელოვან მატჩებში "ვერონასთან", "უნიონთან", "მილანთან", "სალერნიტანასთან", ისევ "უნიონთან" და "ემპოლისთან" ვერ დაეხმარება და მხოლოდ მორიგი სანაკრებო პაუზის შემდეგ შეძლებს თამაშს. ის დღეს დილით სამკურნალოდ ნეაპოლში დაბრუნდა.