"ნაფრონტალი" "ნაპოლი" მძიმე ვითარებაში იმყოფება

AutoSharing Option
"ნაპოლიმ" "რომასთან" ნამდვილი ომი გადაიტანა და იმაზე უარესი შედეგით დაბრუნდა სახლში, ვიდრე უბრალოდ სამი ქულის დაკარგვა და მეშვიდე ადგილზე დაქვეითებაა.

გაძევებული პოლიტანო და ოსიმენი გუნდს 29 დეკემბერს, სერია A-ს მე-18 ტურის საშინაო მატჩში, "მონცასთან" ვერ დაეხმარებიან, ისევე, როგორც ტრავმირებული ლობოტკა და ოსიმენი. ბედად, კვარაცხელია, რომელზეც ნადირობდნენ, არ დაშავდა. ელმასი "ლაიფციგთან" კონტრაქტის გასაფორმებლად გერმანიაში გაემგზავრა, ხოლო ზელინსკი ნაახალწლევს "ინტერში" გადადის. ერთი სიტყვით, მეტად რთული სიტუაციაა და გასაკვირი ისაა, რომ რომაული გუნდის უხეშობას იტალიური მედია, ფაქტობრივად, ამართლებს.

Sportall.Ge

მაგალითად, "გაძეტა დელო სპორტი" წერს: "ძნელია
მოგებაზე ფიქრი, როდესაც მთელი მატჩის მანძილზე თუნდაც ერთ რეალურ მომენტს ვერ ქმნი. "ნაპოლის" ბევრი ფეხბურთელი ძალიან ცუდად გაისარჯა: დი ლორენცო, ლობოტკა, ასევე, კვარაცხელია, რომლის ცნობა ძნელი იყო, ფეხში რამდენიმე დარტყმა მიიღო და თავი მხოლოდ თეატრალური ჩივილით დაგვამახსოვრა". გამოცემამ ქართველის თამაში 4.5 ქულით შეაფასა და საერთოდ არ აღნიშნა დედაქალაქელთა სისასტიკე.

მწვრთნელმა მაცარიმ შობას გუნდი დაასვენა და ცნობილი გახდა, რომ ლობოტკა და ნათანი მომავალ შეხვედრას გამოტოვებენ. სლოვაკს ნეკნი აქვს გატეხილი და უკეთეს შემთხვევაში, 7 იანვარს "ტორინოსთან" მატჩისთვის თუ მოახერხებს მწყობრში ჩადგომას. ბრაზილიელს კი მხარი აქვს ამოვარდნილი და დაახლოებით 15 დღე მოუწევს უქმობა. მან დღესასწაულებზე ნეაპოლში მთელი ოჯახი (მშობლები, და-ძმა და საცოლე) ჩაიყვანა და საკმაოდ კარგ ხასიათზეა.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 9 /
ნაპოლის რაც სჭირს,ათასჯერ გვაქვს გარჩეული,მაგრამ ისიც ფაქტია,რომ ღარიბი სამხრეთი,რომში და კიდევ უფრო მეტად,ჩრდილოეთ იტალიაში,გულზე არ ეხატებათ.ეს დაძაბულობა ყოველთვის საგრძნობი იყო და განსაკუთრებით 1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოვლინდა,როცა იტალიასთან მატჩში,მთელი ნეაპოლის სტადიონი,მარადონას არგენტინას გულშემატკივრობდა.მსაჯები,შარშანაც თვალს ხუჭავდნენ,ჩრდილოური გუნდების გადამეტებულ უხეშობაზე,ზღაპრულად მოთამაშე ნეაპოლელთა წინააღმდეგ და ახლაც ასეა.მსაჯები რომ ასე მოიქცევიან,მედიაზე რაღა უნდა ვთქვათ და გაგვიკვირდეს?ნაპოლის მფლობელი,თაღლითია და იმსახურებს,ანტიპათიას,მაგრამ მისგან დაჩაგრული ფეხბურთელები,მსაჯებისგანაც იჩაგრებიან და მედიისგანაც.ვერც ნეაპოლური მედია გამოირჩევა,დიდი კვალიფიკაციით(ყოველ შემთხვევაში,ასე ჩანს,აქ გადმობეჭდილი სტატიებიდან) და საკმაოდ რეაქციულია.ასე რომ ნაპოლის ფეხბურთელებს,უნდა ვუთანაგრძნოთ
სოსო
10:29 26-12-2023
2
მსაჯი საეჭვოდ ბოდიში გამაძღარი ან კურდღელი,სხვას ვერაფერს იფიქრებს კაცი,პოლიტანოს კარგი ვთქვათ დაიმსახურა წითელი,მაგრამ როცა შეტევაში იყო ერთი ერთზე რჩებოდა მეკარესთან იმან ვინც ხელით გააჩერა ყვითელი არ ეკუთვნოდა???
სვანსკი
10:44 26-12-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული