"ინტერმა" 34 წლის მხითარიანს კონტრაქტი გაუგრძელა

AutoSharing Option
"ინტერმა" 34 წლის ნახევარმცველ ჰენრიხ მხითარიანს კონტრაქტი გაუგრძელა, - იტყობინება მილანური კლუბის საიტი.

ახალი ხელშეკრულების მიხედვით მხითარიანი "ინტერში" 2026 წლის ზაფხულამდე ითამაშებს.

ის "ინტერში" 2022 წელს გადავიდა, ამ სეზონში კი სერია A-ს 18 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.