"კორიერე დელო სპორტის" ცნობით, "ნაპოლის" მეკარის, ალექს მერეტის ტრავმა იმაზე სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე ვარაუდობდნენ.
მერეტმა პინეტა-გრანდეს კლინიკაში გამოკვლევა გაიარა და დაუდგინდა, რომ ნახევრადმემბრანული კუნთის დაზიანების გამო 5-6 კვირა უქმობა მოუწევს.
ასე რომ, ის ისევე, როგორც აფრიკის თასზე საასპარეზოდ გამგზავრებული ზამბო ანგისა და ვიქტორ ოსიმენი, მომავალ მნიშვნელოვან მატჩებში გუნდს ვერ დაეხმარება.