თაღლითობაში ეჭვმიტანილი დე ლაურენტისი სასამართლოს წინაშე წარსდგება - შეიძლება "ნაპოლიც" დასაჯონ

AutoSharing Option
"რეპუბლიკას" ცნობით, "ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ფინანსურ მაქინაციაშია ეჭვმიტანილი და სასამართლოს წინაშე წარსდგება.

საქმე 2020 წელს ვიქტორ ოსიმენის "ლილიდან" ტრანსფერს ეხება. ვარაუდობენ, რომ ნიგერიელის შეძენისას კაპიტალის ხელოვნურად ზრდას ჰქონდა ადგილი. პროკურატურამ ტრანსფერთან დაკავშირებული დოკუმენტები ჯერ კიდევ გასული წლის ივნისში ამოიღო. ასევე, ჩხრეკა იტალიასა და საფრანგეთში ჩატარდა. ოსიმენში ოფიციალურად 71.25 მილიონი ევრო გადაიხადეს. უცნობია, რამდენად რეალურია ეს თანხა და რამდენად დიდი იყო ფალსიფიკაცია.

"ნაპოლიმ" ფრანგულ კლუბს 50 მილიონი გადაუხადა, 21 მილიონი კი ოთხ ფეხბურთელში გამოუქვითა - ბერძენი მეკარე ორესტის კარნეზისი და
კიდევ სამი ახალგაზრდა მოთამაშე (ლუიჯი ლიგუორი, კლაუდიო მანცი და ჩირო პალმიერი), რომლებიც შემდეგ რადარებიდან გაქრნენ.

გამოცემის მტკიცებით, ეჭვმიტანილთა შორის აგრეთვე ნეაპოლური კლუბის მმართველი საბჭოს სხვა წევრები არიან. ნეაპოლის პროკურატურამ ადრე საქმე დახურა, მაგრამ ვინაიდან ტრანსფერი რომშია დარეგისტრირებული, საქმეს დედაქალაქის პროკურატურა განიხილავს, რამეთუ მიაჩნიათ, რომ საგადასახადო სისტემაში დოკუმენტაციის გაყალბებას ჰქონდა ადგილი.

დე ლაურენტისთან ერთად შეიძლება გუნდიც დასაჯონ და გავრცელებულმა ინფორმაციამ ნეაპოლელი გულშემატკივრები შეაშფოთა. თუმცა, აურელიოს ადვოკატი მატია გრასანი აცხადებს, რომ თავისი დაცვის ქვეშ მყოფი მართალია, სასამართლოზე გამოცხადდება და საგანგაშო არაფერია.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ნეტავ დაიჭირონ ეს ბებერი მამაძაღლი.
გიორგი
20:11 20-01-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული