არგენტინის ნაკრების ფეხბურთელი "ნაპოლიში" გადადის - ის ნეაპოლში თავის თვალწარმტაც მეგობარ გოგონასთან ერთად ჩავა

AutoSharing Option
"ნაპოლი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე უჩვეულოდ აქტიურობს - ელიფ ელმასის "ლაიფციგში" გაყიდვისა და ალესიო ძერბინის "მონცაში" განათხოვრების შემდეგ ლაზარ სამარჯიჩი (უდინეზე) ვერ შეიძინა; სამაგიეროდ, პასკუალე მაცოკი (სალერნიტანა), ჰამედ ტრაორე (ბორნმუთი) და სირილ ნგონჟი (ვერონა) დაიმატა და მალე კიდევ ორ ტრანსფერს განახორციელებს.

ნეაპოლური კლუბი "ასტონ ვილასა" და ბელგიის ნაკრების 28 წლის ნახევარმცველ ლეანდერ დენდონკერს (სიმაღლე 188 სმ) იჯარით აიყვანს და ზაფხულში მისი 9 მილიონ ევროდ გამოსყიდვა შეეძლება.

Sportall.Ge

ამას გარდა, "ნაპოლის" მფლობელი აურელიო დე ლაურენტისი "უდინეზესგან" არგენტინის ეროვნული გუნდის 23 წლის მცველს, ნეუენ
პერესს (სიმაღლე 186 სმ) 18 მილიონ ევროდ (პლუს 2 მილიონი ბონუსები) იყიდის, 4.5+1 სისტემის კონტრაქტს გაუფორმებს და მისი სეზონური ანაზღაურება დაახლოებით 1.6 მილიონი იქნება. სატრანსფერო თანხის 50%-ს მადრიდის "ატლეტიკო" მიიღებს.

პერესი ნეაპოლში თავის თვალწარმტაც მეგობარ გოგონასთან, სელესტა ფერნანდესთან ერთად ჩავა და როგორც იტალიური მედია ვარაუდობს, მთელ ქალაქს მოხიბლავს. თუმცა, მთავარია, ნეუენმა მოხიბლოს თამაშით ტიფოზები.

მკითხველის კომენტარები / 16 /
მეგობარ და არა ცოლი, ეჰ როდის ვისწავლით ქართველები ჭკუას.
1
კაი გოგოა, მარა ცოტა დასამატებელია.
ვულკანიზატორი
17:05 26-01-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული