"შახტარის" შემტევის ხელში ჩასაგდებად "ნაპოლის" 100 მილიონის გადახდა მოუწევს

AutoSharing Option
ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო თავისი "ტვიტერით" იტყობინება, რომ 21 წლის ნახევარმცველი გიორგი სუდაკოვი "შახტართან" კონტრაქტს გააგრძელებს.

მხარეებს შორის ახალი ხელშეკრულება 2029 წლის ზაფხულამდე გაფორმდება და ფეხბურთელის გამოსასყიდი ფასი მინიმუმ 100 მილიონი ევრო იქნება.

სუდაკოვის შეძენას "ნაპოლი" ცდილობდა, დონეცკურ კლუბს 40 მილიონი შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო, თუმცა მოლაპარაკებები გაგრძელდება.

ასე რომ, "შახტარმა" ფასი კიდევ უფრო ასწია და ახლა სუდაკოვის ხელში ჩასაგდებად "ნაპოლის" 100 მილიონის გადახდა მოუწევს.

მკითხველის კომენტარები / 16 /
ახალი მუდრიკი გაიჩითა !DDD
zura222
01:26 31-01-2024
0
100 მილიონად რომ არ გაიყიდება ფაქტია, მაგრამ ისიც ფაქტია რომ კარგი ფეხბურთელია და დიდი ალბათობით 60-70 მილიონად გადავა,თანაც მისი შემდგომი გაყიდვიდან შახტარი გარკვეულ თანხას მიიღებს. უკრაინის ფეხბურთში ისწავლეს საქმის პროფესიონალური მართვა. წელს ესპანეთში გაბრწყინდნენ დოვბიკი და ციგანკოვი,აუცილებლა გაყიდს ორივეს ჟირონა, მაგრამ ამ თანხის ნახევარი უკრაინულ კლუბებში წავა.
მესმის რომ აქ ბევრი "ჯიუტობს" და "ენამწარე" კომენტატორებს დებს ორი მიზეზით: რატომღაც მარტო უკრაინელი ფეხბურთელების წარმატებას აკავშირებენ კვარაცხელიას წარუმატებელ სეზონს.ხოლო მეორე ნაწილი,უბრალოდ რუსეთუმე ალტინფორმისტები არიან და ყველგან და ყველაფერში აღიზიანებთ უკრაინის ( თუნდაც ფეხბურთში) რაიმე წარმატება.
არადა საკითხი არის მარტივი: არ გვყავს პროფესიონალი მწვრთნელები,არ გვაქვს პროფესიონალურად მართული ფედერაცია და არ გვყავს ოდნავ მაინც პროფესიული ფეხბურთის აგენტები.
ჟორა
11:48 31-01-2024
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული