La Repubblica: "ნაპოლი" მალე პიოლის კონტრაქტს გაუფორმებს

AutoSharing Option
La Repubblica-ს მტკიცებით, "ნაპოლის" ზაფხულში სათავეში "მილანის" ამჟამინდელი მწვრთნელი სტეფანო პიოლი ჩაუდგება.

"ნაპოლისთვის" მწვრთნელის პოსტზე პრიორიტეტული კანდიდატი ანტონიო კონტე იყო, მაგრამ მხარეები პირობებზე ვერ შეთანხმდნენ და გუნდს პიოლის ჩააბარებენ, რომელიც მალე "როსონერის" დატოვებს.

გამოცემის ცნობით, ნეაპოლური კლუბი ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში პიოლის გარემოცვასთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა და კონტრქტის პირობებზე მორიგდნენ. პიოლის 2+1 სისტემის ხელშეკრულებას გაუფორმებენ.

ის "მილანის" მწვრთნელად 2019 წელს დაინიშნა და მისი ხელმძღვანელობით 2022 წელს იტალიის ჩემპიონი გახდა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მომწონს ეს კაცი. მთლიანად ჩართულია თამაშში. სკამზე პრაქტიკულად არ ჯდება.
დავით 67
03:18 06-05-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული