ჯუღელის ნათქვამი მართლდება - ოსიმენს კარიერის მხოლოდ საუდის არაბეთში გაგრძელების ვარიანტი რჩება

AutoSharing Option
Sportitalia-ს დირექტორი ჯანლუიჯი ლონგარი იტყობინება, რომ "ნაპოლის" თავდამსხმელით, ვიქტორ ოსიმენით პსჟ, "ჩელსი" და "არსენალი" არიან დაინტერესებული, მაგრამ გამოსასყიდი ფასის, 130 მილიონი ევროს გადახდას არ აპირებენ, თავად ნიგერიელს კარიერის საუდის არაბეთში გაგრძელება არ უნდა, მაგრამ სხვა გზა არ რჩება.

ლონგარის მტკიცებით, ოსიმენის გამოსასყიდად მხოლოდ "ალ ახლია" მზად და ტრანსფერის განხორციელება რეალურია. მოკლედ, ხვიჩა კვარაცხელიას აგენტის, მამუკა ჯუღელის ნათქვამი მართლდება, რომ ვიქტორი საუდის არაბეთში ითამაშებს.

"ნაპოლის" ოსიმენის შემცვლელად რომელუ ლუკაკუს დამატება სურს და მას უკვე ესაუბრა გუნდის ახალი მწვრთნელი ანტონიო კონტე. ჟურნალისტის,
ფაბრიციო რომანოს ცნობით, "ჩელსი" ლუკაკუს იჯარით გაშვების წინააღმდეგია და 45 მილიონ ევროზე ნაკლებად არ გაყიდის.

ლუკაკუმ გუშინ ლუქსემბურგთან მოგებულ ამხანაგურ მატჩში (3:0) დუბლი შეასრულა და ახლა მის ანგარიშზე ბელგიის ნაკრებში 85 გატანილი გოლია.

altპსჟ "კვარას" 7.5 მილიონ ევროს სთავაზობდა, ჯუღელმა გადაწყვეტილება დე ლაურენტისს მიანდო" - ცნობილი იტალიური გამოცემა დეტალებზე წერს

alt"რატომ ამჯობინა პსჟ-მა ქართველი გენიოსი ოსიმენს?" - იტალიელი ჟურნალისტები სიტუაციას განმარტავენ

altოსიმენი ლამის დეპრესიაშია: "გულცივ სამყაროში ვცხოვრობთ, ოჯახი უკვე ოჯახი არ არის და მეგობრებიც უკვე მეგობრები არ არიან"

მკითხველის კომენტარები / 14 /
არა მარტო ჩვენთან, იტალიაში გულშემატკივართა საკმაო რაოდენობა ოსიმენში განსაკუთრებულ ფეხბურთელს ხედავდნენ და გაჩემპიონებაში მის წვლილს აზვიადებდნენ. მაშინ როცა წინა წელიც ნაპოლიში გაატარა, იგივე სპალეტისა და ბევრად უკეთესი შემადგენლობის მხარდამხარ. იყო მხოლოდ ერთი განსხვავება იმ გუნდებში: წინა წელს არ ჰყავდათ ხვიჩა, ვინც როგორადაც არ უნდა ქირქილებდეს ამ თემაზე აქაც და იტალიაშიც, ფაქტი ჯიუტია და მერე როგორი ჯიუტი. საოცარია , მაგრამ ხვიჩას სიდიადის უარმყოფელი ეს სკეპტიკოსები ვერაფერმა გადაარწმუნა: ზოგი კომს მიაწერდა (ვნახეთ ბავარიაში), ზოგი სპალეტის (იქ იყო წინა წელსაც და ვნახავთ ნაკრებში) და ბოლოს დიდი ნაწილი ოსიმენს ადიდებდა (ვნახეთ მასზე რეალური მოთხოვნა). გასულ წლებში ოსიზე ბევრად უკეთესებთან, იგუაინსა და კავანისთან ერთადაც კი ვერ ეღირსენ ჩემპიონობას.რატომღაც ვერაფრით ამოღერღა ამ ხალხმა, რომ სინამდვილეში ნაპოლის 33 წლიანი ლოდინის დასასრული შექმნა ერთმა ბიჭმა - ხვიჩა კვარაცხელიამ. თუ ეს არ ჩანს ძალიან აშკარად, მხოლოდდამხოლოდ იმიტომ, რომ ის წესიერი , მორიდებული ბიჭია. საერთოდ არ ცდილობს მკვეთრად განსხვავდებოდეს მისნაირი მილიონობით წესიერი ბიჭებისაგან. არ ყეყეჩობს, ქალებს არ იცვლის ნასკებივით, არაა გატატუებული, ჩვბეულებრივი ვარცხნილობა და ჩაცმის სტილი აქვს, რელიგიური და ოჯახისმოყვარეა. ხომ ცხადია, რომ უხეირო აგენტი ჰყავს, მაგრამ ალბათ მამის ხათრით მასაც არ ელევა. გულშემატკივართა ნაწილისათვის ეს დახასიათება "ვარსკვლავობის" კრიტერიუმებში არ ჯდება. იმის მაგივრად რომ უყურონ და დატბნენ მხოლოდ ნაღდი ფეხბურთით, ზიზილპიპილოების გარეშე მაინც უკმარისობას განიცდიან და ათასგვარ სისულელეებს როშავენ. რათქმაუნდა არიან კარგი ფეხბურთელები, როგორიცაა უდაოდ ოსიმენი, ზელინსკი, ლობოტკა და სხვები, რომელთაც ძალუძთ კარგი შედეგის დადება. ხოლო ცოტაა ხვიჩასნაირი ფეხბურთელები, რომელთაც მოაქვთ ტიტულები. მიუხედავად მინდორზე პოზიციისა,მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ისინი გავლენას ახდენენ თანაგუნდელთა და მთლიანად გუნდის თამაშზეც კი. სწორედ ამაშია პრინციპული განსხვავება კარგ მოთამაშესა და ტოპებს შორის. ნეაპოლში კი არა, ხვიჩამ დააბრუნა სტადიონზე ბათუმისა და ყაზანის გულშემატკივარიც კი. სრული ანშლაგი თამაშების დასწრებაზე, ოპტიმიზმი და აღტაცების შეგრძნება. აი, რა შეუძლია მართლა ტოპ ფეხბურთელებს. ეს ყოველივე კარგად იციან სპალეტიმ, ენრიკემ, კონტემ და სწორედ ამისათვის ბოლომდე ცდილობენ ჰყავდეთ გუნდში რამდენიმე თუ არა ერთი მაინც ხვიჩას დონის ფეხბურთელი. რეალობა არის ასეთი, თუ ის გაინტერესებთ და თუ მხოლოდ ილუზიით არ კმაყოფილდებით.
ამატაკი
15:38 09-06-2024
3
ჯუღელმა რაც თქვა ეგ იყო არაპროფესიონალური, არაეთიკური და ხვიჩასთვისაც ცუდი. ჯერ ერთი სხვის საქმეში ჩაერია. თავის კლიენტს უნდა მიხედოს. მეორე, საიდან იცოდა ჯუღელმა ოსიმენის ამბები, ძირითადად ხვიჩასგან ხომ.

არ გინდათ ეხლა ჯუღელის გაპრავება. მანდ იმაზე არაა სწორად გამოიცნო თუ არა. უბრალოდ უნდა მოეკეტა და მორჩა
არ გინდათ ჯუღელის გაპრავება
11:51 09-06-2024
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული