Sportitalia-ს დირექტორი ჯანლუიჯი ლონგარი იტყობინება, რომ "ნაპოლის" თავდამსხმელით, ვიქტორ ოსიმენით პსჟ, "ჩელსი" და "არსენალი" არიან დაინტერესებული, მაგრამ გამოსასყიდი ფასის, 130 მილიონი ევროს გადახდას არ აპირებენ, თავად ნიგერიელს კარიერის საუდის არაბეთში გაგრძელება არ უნდა, მაგრამ სხვა გზა არ რჩება.
ლონგარის მტკიცებით, ოსიმენის გამოსასყიდად მხოლოდ "ალ ახლია" მზად და ტრანსფერის განხორციელება რეალურია. მოკლედ, ხვიჩა კვარაცხელიას აგენტის, მამუკა ჯუღელის ნათქვამი მართლდება, რომ ვიქტორი საუდის არაბეთში ითამაშებს.
"ნაპოლის" ოსიმენის შემცვლელად რომელუ ლუკაკუს დამატება სურს და მას უკვე ესაუბრა გუნდის ახალი მწვრთნელი ანტონიო კონტე. ჟურნალისტის,
ფაბრიციო რომანოს ცნობით, "ჩელსი" ლუკაკუს იჯარით გაშვების წინააღმდეგია და 45 მილიონ ევროზე ნაკლებად არ გაყიდის.
ლუკაკუმ გუშინ ლუქსემბურგთან მოგებულ ამხანაგურ მატჩში (3:0) დუბლი შეასრულა და ახლა მის ანგარიშზე ბელგიის ნაკრებში 85 გატანილი გოლია.