განრისხებულმა ოსიმენმა "ნაპოლის" დირექტორებს წერილი მისწერა - ნიგერიელმა კლუბს ეს შეუთვალა

AutoSharing Option
L'Equipe-ს ჟურნალისტი ლოიკ ტანზი წერს, რომ ევროპაში ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვისა და "ნაპოლიში" დარჩენის შემდეგ, ვიქტორ ოსიმენმა "პარტენოპეის" დირექტორებს წერილი მისწერა.

ნიგერიელმა გუნდის ბოსებს შეუთვალა, რომ "პარტენოპეიში" არაფრის დიდებით აღარ ითამაშებს და მისთვის ეს საკითხი არ განიხილება.

თავის მხრივ, აფრიკელი ფორვარდის გამოყენებას მწვრთნელი ანტონიო კონტეც არ აპირებს. სავარაუდოდ, თუ საუდის არაბეთში ან კატარში მისი ტრანსფერი არ შედგება, (სადაც სატრანსფერო ფანჯარა კიდევ რამდენიმე დღით ღიაა), ოსიმენი იანვრამდე "ნაპოლის" 21-წლამდელთა გუნდში ივარჯიშებს. 

altდე ლაურენტისის ტრაგიკომედია - აზარტში შესულ აურელიოს ოსიმენი ხელში შერჩა

და 138+ მილიონი იზარალა
მკითხველის კომენტარები / 15 /
ეს უბრალოდ ლაურენტისი სჯის ოსიმენს და აჩვენებს სხვა ფეხბურთელებს,თუ როგორ შეუძლია გაუმწაროს ცხოვრება იმას,ვინც არ დაემორჩილება.საშიში კაცია და ამიტომაც ვერ დააღწია ხვიჩამაც თავი მის კლანჭებს.ბოროტი პიროვნებაა,ფაქტიურად ანადგურებს ოსიმენის კარიერას.ხვიჩას სახით ხელში ჩიგდო ძალიან ძვირადღირებული ბრილიანტი ძალიან იაფად და ესე ადვილად ვერ შეელევა,ვიდრე მაქსიმუმს არ მიიღებს მისგან.არაა გამორიცხული არსებულ ხელფასზე მოუწიოს თამაში კიდევ კაი ხანს.29 წლამდე კი კონტრაქტის გახანგრძლივება ხვიჩას მიაჯაჭვავს ფაქტიურად ნაპოლის და დიდი შეცდომა იქნება.ამ კაცისგან თავის დაღწევაა პირველი ამოცანა.
მირო
18:24 31-08-2024
1
მართლა არ ვარ ამ საკითხში კარგად ჩახედული, მაგრამ ზოგადად ნაპოლის ირგვლივ რა ხდება, კვირას ხათრით ასე თუ ისე ვიცი;
როგორც მახსოვს სეზონის მიწურულს ოსიმენის გაყიდვა გადაწყვეტილი იყო, ჯერ კიდევ გაქანებული შიდა შემპიონატის მატჩები მიმდინარეობდა, როდესაც ნაპოლის ოსიმენის გაყიდვაზე დაიწყო საუბარი, რითაც ცხადია, გინდა არ გინდა ფეხბურთელი რომ ხარ, რაღაც მომენტში აბარგებაზე ფიქრობ და ბოლომდე ვეღარ იხარჯები იმ კლუბში სადაც თითქმის გადაწყვეტილია რომ აღარ დარჩები. ოსიმენი ფსიქოლოგიურად გაანადგურეს, არასწორად და არასამართლიანად მოქცნენ, ფეხბურთელია ბოლოსდაბოლოს მონების ბაზარი ხომ არ არია?
იკა
17:50 31-08-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული