განრისხებულმა ოსიმენმა "ნაპოლის" დირექტორებს წერილი მისწერა - ნიგერიელმა კლუბს ეს შეუთვალა

AutoSharing Option
L'Equipe-ს ჟურნალისტი ლოიკ ტანზი წერს, რომ ევროპაში ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვისა და "ნაპოლიში" დარჩენის შემდეგ, ვიქტორ ოსიმენმა "პარტენოპეის" დირექტორებს წერილი მისწერა.

ნიგერიელმა გუნდის ბოსებს შეუთვალა, რომ "პარტენოპეიში" არაფრის დიდებით აღარ ითამაშებს და მისთვის ეს საკითხი არ განიხილება.

თავის მხრივ, აფრიკელი ფორვარდის გამოყენებას მწვრთნელი ანტონიო კონტეც არ აპირებს. სავარაუდოდ, თუ საუდის არაბეთში ან კატარში მისი ტრანსფერი არ შედგება, (სადაც სატრანსფერო ფანჯარა კიდევ რამდენიმე დღით ღიაა), ოსიმენი იანვრამდე "ნაპოლის" 21-წლამდელთა გუნდში ივარჯიშებს. 

altდე ლაურენტისის ტრაგიკომედია - აზარტში შესულ აურელიოს ოსიმენი ხელში შერჩა

და 138+ მილიონი იზარალა
მკითხველის კომენტარები / 23 /
არ ღირს 110 მილიონი ღადაობთ მაქსიმუმ 60 არავინ გადაუხდის არ არსებობს....ჩელსიმაც ჭკუა ისწავლა:)))
გიო
23:00 31-08-2024
0
ოსიმენი მორალურადაა დაზარალებული, თორემ ფინანსურად, ლაურენტისს დედა აღარ ჰყავს! მინიმუმ 110 მილიონი ევრო ხომ დაკარგა ოსიმენის გაყიდვიდან(რომელიღაც გუნდი სთავაზობდა ამ თანხას,სახელი აღარ მახსოვს),გარდა ამისა, ხელფასიც უნდა უხადოს კონტრაქტის ამოწურვამდე(წლიურად 10 მილიონი ევრო).
წნევა
21:47 31-08-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული