"რამდენიმე შეთავაზება მივიღე უცხოური კლუბებიდან, მაგრამ ყველა მათგანი უარით გავისტუმრე. მიზეზი კი ისაა, რომ სერია A-ში დაბრუნება მინდა", - უთხრა ბალოტელიმ ჟურნალისტს ნიკოლო სკიერის.
შეხენებისთვის, ბალოტელის ბოლო კლუბი თურქული "ადანა დემირსპორი" იყო და ახლა ფეხბურთელი თავისუფალი აგენტია. მას იტალიაში "ინტერის", "მილანის", "ბრეშასა" და "მონცას" ფორმა მოურგია.