იქნება ოსიმენის დიდი დაბრუნება იტალიაში? - რას ამბობენ "იუვენტუსში" ვლაჰოვიჩის გაყიდვასა და ნიგერიელის შესაძლო დამატებაზე

AutoSharing Option
ბოლო პერიოდში სპორტულ მედიაში აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ "იუვენტუსს" "ნაპოლის" საკუთრებაში და "გალათასარაიში" იჯარით მოთამაშე ნიგერიელი ფორვარდის, ვიქტორ ოსიმენის დამატება სურს.

იტალიური პრესა გვამცნობს იმასაც, რომ თუ "ვეკია სინიორამ" ეს ყოველივე მოინდომა, მაშინ დუშან ვლაჰოვიჩი უნდა გაასხვისოს. ამ თემასთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი "ნაპოლის" ყოფილმა და "იუვენტუსის" ამჟამინდელმა სპორტულმა დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლიმ გააკეთა.

"დუშანის გაყიდვა და ოსიმენის დამატება? - ვლაჰოვიჩს უდიდესი პერსპექტივა და პოტენციალი აქვს. დარწმუნებული ვარ, სერბთან მალე ახალ კონტრაქტს გავაფორმებთ", - ციტირებს ჯუნტოლის ფაბრიციო რომანო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული