საგანგაშო ვითარება - არც ანგისა, არც ნერესი და კონტეც მიდის?

AutoSharing Option
"ინტერთან" უმნიშვნელოვანესი საშინაო მატჩის წინ "ნაპოლის" სიტუაცია ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისას დაშავების გამო კიდევ უფრო გართულდა.

ანგისამ "კომოსთან" შეხვედრაში მარჯვენა ფეხის კუნთის ტრავმა მიიღო და ერთი თვე მოუწევს უქმობა. მას "ბორნმუთიდან" იჯარით აყვანილი ფილიპ ბილინგი შეცვლის. მარცხენა ბარძაყის ტრავმა აქვს დავიდ ნერესს, რომელიც უკეთეს შემთხვევაში მარტის შუა რიცხვებში შეძლებს თამაშს.

"რეპუბლიკა" წერს, რომ ნეაპოლური გუნდი ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ სტრესში იმყოფება, რაც შედეგებზე აისახა. "კორიერე დელა სერა" კი იტყობინება, რომ თუ "მილანმა" ჩემპიონთა ლიგის საგზური ვერ მოიპოვა, მწვრთნელს სერჟიო კონსეისაოს დაემშვიდობება და
მის შემცვლელად "ნაპოლის" თავკაცს ანტონიო კონტეს მიიწვევს.

ზაფხულში კონტეს "მილანის" სათავეში ჩადგომის ვარიანტი განიხილებოდა, მაგრამ მან "ნაპოლისთან" კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმა და ჯერ არავინ იცის, უახლოეს მომავალში რა მოხდება.

თუმცა, ნეაპოლური კლუბის სპორტული დირექტორი ჯოვანი მანა იხტიბარს არ იტეხს და აცხადებს, რომ სეზონის დასაწყისში სკუდეტოს მოპოვება მიზნად არ დაუსახავთ, მაგრამ ახლა შანსი აქვთ და ბოლომდე ბრძოლას აპირებენ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
არ ვეთანხმები მოცემულ დებულებას :) ჩვენ ბიჭს რომ უაზროდ ცვლიდნენ და ნერეში , რომ მისი შემცვლელი ეგონათ და შეუცვლელი არავინააო რომ წერდნენ, კაცს რომელმაც სკუდეტო მოაგებინათ და კიდევ აქეთ რომ აბრალებდნენ რაღაცეებს, უნდა დაამტკიცოსო, რომ ძIრითადის ფეხბურთელიაო კაცო! იმის მერე არ ვგულშემატკივრობ, მეტიც ეგრემც უქნიათ მეათეზე გასულან. ერთადერთი ნეაპოლელი პატარა ტიფოზები მეცოდება, მართლა რომ განიცდიან და ტირიან, საყვარლები არიან და მაგათი ხათრით იყოს ნაპოლი მეორე
0
მეგობრებო ვგულშემატკივრობ ყველა გუნდს, სადაც ჩვენი ბიჭები თამაშობდნენ და თამაშობენ, ვუსურვებ ნაპოლის გამარჯვებას იქ ჩვენი ხვიჩა თამაშობდა,იქ ფრიალებდა ჩვენი დროშა, ასევე წარმატებებს ვუსურვებ ყველა გუნდს სადაც ჩვენი ბიჭები თამაშობენ, მადლობა,
იბერიელი
21:36 26-02-2025
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული