მხითარიანი: ამ სეზონში ყველა ტურნირის მოგება შეგვიძლია

AutoSharing Option
"ინტერის" 36 წლის ნახევარმცველმა ჰენრიხ მხითარიანმა თავის გეგმებზე ისაუბრა:

"კარიერის ყველაზე მაღალ დონეზე "ინტერში" დასრულება მსურს. დაველოდოთ სეზონის დასრულებას და შემდეგ დავინახავთ, დავტოვებ თუ არა გუნდს და მივაღწევთ თუ არა კონტრაქტის 2027 წლამდე გაგრძელებაზე შეთანხმებას. რატომაც არა. მით უმეტეს, ეს ჩემს ფიზიკურ მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული - თუ ასეთ დონეზე შევძლებ თამაშის გაგრძელებას.

მჯერა, ამ სეზონში ყველა ტურნირის მოგება შეგვიძლია. ტიტულებზე ვოცნებობთ, ამიტომ წინ მივიწევთ და იმედი გვაქვს, რომ ამას გავაკეთებთ".