ყურადღების ცენტრში იყო მატჩი, რომელიც გლაზგოში გაიმართა შოტლანდიასა და ინგლისს შორის - 2:2. ჰარი კეინმა ინგლისი მარცხისგან 93-ე წუთზე იხსნა, მანამდე ინგლისი ოქსლეიდ-ჩემბერლენმა დააწინაურა, მაგრამ მატჩის მიწურულს ლი გრიფიტსმა ორჯერ იხეირა სტანდარტული მდგომარეობიდან.
ინგლისს უკვე მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება სლოვაკეთის ნაკრები, რომელმაც სტუმრად ლიტვა დაამარცხა 2:1. სტუმართა პირველი გოლი საქართველოს ნაკრების თავკაცის ვაჟმა ვლადიმირ ვაისმა გაიტანა, მეორე კი - მარეკ ჰამშიკმა.
სლოვენიის ნაკრებმა 2:0 დაამარცხა აუტსაიდერი
შაბათი. 10 ივნისი
შოტლანდია-ინგლისი 2:2
გოლები: 0:1 ოქსლეიდ-ჩემბერლენი (70), 1:1 გრიფიტსი (87), 2:1 გრიფიტსი (90), 2:2 კეინი (93)
სლოვენია-მალტა 2:0
გოლები: 1:0 ილიჩიჩი (45+2), 2:0 ნოვაკოვიჩი (84)
ლიტვა-სლოვაკეთი 1:2
გოლები: 0:1 ვაისი (32), 0:2 ჰამშიკი (58), 1:2 შერნასი (93)
თ მ ფ წ ბ ქ
1. ინგლისი 6 4 2 0 10-2 14
2. სლოვაკეთი 6 4 0 2 12-4 12
3. სლოვენია 6 3 2 1 6-3 11
4. შოტლანდია 6 2 2 2 9-10 8
5. ლიტვა 6 1 2 3 6-11 5
6. მალტა 6 0 0 6 2-15 0