* მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპზე (ევროპაში) 162 მატჩი გაიმართა და 482 გოლი გავიდა. საშუალოდ თამაშში 3 გოლი გადის, რაც მაღალი მაჩვენებელია.
* ევროპულ ეტაპზე მატჩების 63%-ია გამართული.
* ყველაზე მეტი გოლი გაიტანა გერმანიამ - 27. შემდეგ მოდის ბელგია - 24 და პორტუგალია - 22.
* ყველაზე ცოტა გოლი გაიტანეს სან მარინომ და ლიხტენშტაინმა - თითო.
* გერმანიის
* 30 გოლი გაუშვა სან მარინოს ნაკრებმა, 24-24 - ლიხტენშტაინმა და გიბრალტარმა.
* ყველაზე მეტი გოლი პენალტით პოლონეთის ნაკრებმა გაიტანა - 5.
* 11-11 გოლით რობერტ ლევანდოვსკი (პოლონეთი) და კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია) ლიდერობენ. სტევან იოვეტიჩს (ჩერნოგორია), რომელუ ლუკაკუსა (ბელგია) და ანდრე სილვას (პორტუგალია) 6-6 გოლი აქვთ გატანილი.
* მხოლოდ გერმანია და შვეიცარია ასპარეზობენ ქულის დაუკარგავად.
* ოლივიე ჟირუს გოლი 27-ე აღმოჩნდა მისთვის საფრანგეთის ნაკრებში. იგი ქარიმ ბენზემას გაუთანაბრდა და მასთან ერთად მე-8 ადგილს იყოფს. ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი ტიერი ანრია - 51 გოლით.
* უესლი სნეიდერი თავის დაბადების დღეზე (33 წლის გახდა) ჰოლანდიის ისტორიაში ყველაზე მეტი კეპის პატრონი გახდა - მან 131-ედ ითამაშა ეროვნულ გუნდში და გადაუსწრო გოლკიპერ ედვინ ვან დერ სარს.
* ანდორის ნაკრებს 13 წლის განმავლობაში (66 მატჩი) არ ჰქონდა ოფიციალური მატჩი მოგებული. 2004 წელს ანდორამ მაკედონია დაამარცხა - 1:0. მუნდიალის საკვალიფიკაციო მატჩებში ანდორამ მხოლოდ მეორედ მოიგო.
* სან მარინომ ზედიზედ სამ შესარჩევ მატჩში გაუშვა ექვსი და მეტი გოლი და მალტის ნაკრების ანტირეკორდი (1996 წ) გაიმეორა.
* ჰარი კეინმა ინგლისის ნაკრებში დებიუტიდან 2 წლისა და 2 თვის მერე მოირგო კაპიტნის სამკლავური.
* ჰარი კეინმა ნაკრებში 2016 წლის მაისის მერე პირველად გაიტანა, 575-წუთიანი მშრალი სერიის მერე.
* ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენის მშრალი სერია ინგლისის ნაკრებში კიდევ უფრო მეტხანს გრძელდებოდა - 607 წუთი.
* ინგლისის ნაკრებს 2009 წლის მერე არ წაუგია საკვალიფიკაციო მატჩი.
* საფრანგეთის ნაკრებმა შვედეთთან მატჩში 25-ჯერ ჩააწოდა ბურთი საჯარიმოში. ეს 2013 წლის მერე ნაკრების საუკეთესო მაჩვენებელია, თუმცა საქართველოს ნაკრებთან ნაჩვენები რეკორდი - 33 ჩაწოდება, კიდევ დიდხანს იქნება ხელუხლებელი.
* უგო ლორისმა (საფრანგეთი) ნაკრებში 2013 წლის მერე პირველად დაუშვა უხეში შეცდომა, რომელსაც გოლი მოჰყვა.
* სანდრო ვაგნერმა გერმანიის ნაკრების მაისურით პირველი ჰეთ თრიკი შეასრულა.
* გერმანიის ნაკრებში ბოლოს 1985 წელს მოხდა, როცა ერთბაშად სამმა ფეხბურთელმა გაიტანა სადებიუტო გოლი ერთსა და იმავე თამაშში.
* გერმანიის ნაკრებმა უკვე გაიტანა იმაზე მეტი გოლი, ვიდრე წინა საკვალიფიკაციო ციკლში (ევროპის ჩემპიონატი).
* სან მარინოს ფეხბურთელები პირველ ტაიმში ერთხელაც ვერ შეეხნენ ბურთს მეტოქის საჯარიმოში.
* გერმანიის ნაკრებმა ზედიზედ მე-19 საშინაო მატჩში გაიტანა.
* გერმანიის ნაკრებში 11 სასტარტო ფეხბურთელი 11 კლუბს წარადგენდა, ეს კი 1960 წლის მერე ნაკრებში არ მომხდარა.
* გერმანიის ნაკრებს სან მარინოს კარში საშუალოდ 9 გოლი გააქვს, ეს მისთვის საუკეთესო შედეგია.
* იტალიის ნაკრებში დებიუტი ჰქონდა 20 წლის ლორენცო პელეგრინის. ის ამ საკვალიფიკაციო ეტაპზე იტალიის ნაკრების ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა (ვინც თუნდაც ერთი წუთი ითამაშა).
* ჯიჯი ბუფონმა იტალიის ნაკრებში 169-ედ ითამაშა. 39 წლის მეკარემ გაასწრო ეკვადორელ ივან ურტადოს (168 მატჩი ნაკრებში) და ახლა მსოფლიოს ტოპ-ხუთეულშია. მას უსწრებენ: მუჰამად ალ დაიე (საუდის არაბეთი, 172 თამაში ნაკრებში), კლაუდიო სუარესი (მექსიკა, 177), ჰუსამ ჰასანი (ეგვიპტე, 178) და აჰმედ ჰასანი (ეგვიპტე, 184).
* მაკედონიის ნაკრებმა მეშვიდედ ითამაშა ესპანეთთან და მეშვიდედ დამარცხდა. ანალოგიური შედეგი მხოლოდ ლიხტენშტაინის ნაკრებს აქვს.
* ისკო ალარკონმა (ესპანეთი) ნაკრებში თავისი პირველი საგოლე პასი მიითვალა. ისკომ ეროვნულ გუნდში მეოცედ ითამაშა.
* რაც ნაკრების წევრია, დავიდ სილვამ (ესპანეთი) პირველად გაიტანა გუნდის ზედიზედ 4 თამაშში.
* უელსის ნაკრებმა ისტორიაში პირველად დაასრულა ზედიზედ 5 მატჩი ფრედ.
* აარონ რემზის (უელსი) ბოლო 6 საერთაშორისო მატჩში 5 გოლში აქვს მონაწილეობა მიღებული (2 გოლი, 3 საგოლე პასი).
* უელსის ნაკრებმა 2018 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო მატჩებში 8 გოლი გაიტანა, აქედან 5-ში გარეთ ბეილმა მიიღო მონაწილეობა (4 გოლი, 1 საგოლე პასი).
* 2014 წლიდან მოყოლებული, კრის კოულმენის უელსმა მხოლოდ 1 მატჩი დათმო (8 მოიგო და 8 ფრედ დაასრულა).
* ირლანდიის ნაკრების ბოლო 7 საშინაო მატჩიდან 5 გოლი ჯონათან უოლტერსმა გაიტანა.
* მარტინ ო'ნილს ირლანდიის ნაკრების თავკაცის პოსტზე საშინაო მატჩი ჯერ არ წაუგია (5 მოგება, 3 ფრე).
* ანდრე სილვა (პორტუგალია) ყველაზე ახალგაზრდაა მათ შორის, რომელთაც ევროპიდან 6 და მეტი გოლი აქვთ გატანილი მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპზე.
* იტალიის ნაკრებმა მუნდიალის საკვალიფიკაციო მატჩებში 5 და მეტი გოლი 1993 წლის მერე პირველად გაიტანა.
* ედერმა ბოლო ხუთ მატჩში შეძლო გოლის გატანა "ინტერისა" და იტალიის ნაკრების შემადგენლობაში.
* მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპზე (ევროპიდან) გერმანიის ნაკრებმა ყველა თამაში მოიგო, ყველაზე მეტი გოლი გაიტანა, ყველაზე ნაკლები გაუშვა. იოახიმ ლიოვის გუნდის კარში ყველაზე იშვიათად ურტყამდნენ. გერმანიის ნაკრების ფეხბურთელები ყველაზე იშვიათად ჯარიმდებოდნენ.
* აშშ-ის ნაკრებმა "აცტეკას" სტადიონზე კვლავ ვერ მოიგო - 3 ფრე, 5 წაგება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"