ფიფა: იყიდეს რუსეთმა და ყატარმა მუნდიალი?

AutoSharing Option
"ბილდის" ჟურნალისტი პეტერ როსბერგი მიიჩნევს, რომ ფიფას ეთიკის კომიტეტის საგამოძიებო ჯგუფის ექსხელმძღვანელის, მაიკლ გარსიას მოხსენება ვერ ამტკიცებს, რომ 2018 წლისა და 2022 წლების მსოფლიოს ჩემპიონატები (რუსეთსა და ყატარში) მასპინძელმა ქვეყნებმა "იყიდეს".

"ამაში განსაკუთრებული არაფერია. ძნელი იქნებოდა, გარსიას ეპოვა უშუალო მტკიცებულებები, რომ რუსებმა და არაბებმა მუნდიალები "იყიდეს". ამის ვარაუდი ძალიან გულუბრყვილო საქციელი იქნებოდა", - განაცხადა როსბერგმა, რომელმაც თქვა, რომ ბილდი "გარსიას მოხსენებას" ნაწილ-ნაწილ გამოაქვეყნებდა, თუმცა გუშინ ფიფამ გადაწყვიტა, თავადვე გამოექვეყნებინა ეს დოკუმენტები, რომლებიც ოფიციალურ საიტზე განათავსა. მაგალითად, რუსეთთან მიმართებაში მოხსენება 39-გვერდიანი
ტექსტია.

"მთავარი დამსახურება გარსიას მუშაობის ისაა, რომ ამ გამოძიებამ ხელი შეუწყო ფიფას ბევრი ჩინოსნის დისკვალიფიკაციასა და ზოგის დაკავებასაც კი. ეს ყველაფერი "გარსიას მოხსენების" რეალური დამსახურებაა", - განაცხადა როსბერგმა.

მართლაც, ამ მოხსენებაში (რომელიც ჯამში 400-გვერდიანია) ბევრი ხმაურიანი ფაქტია. მაგალითად, "გარსიას მოხსენებაში" ნათქვამია, რომ სანამ ყატარს მასპინძელ ქვეყნად აირჩევდნენ, ფიფას ერთ-ერთი ჩინოსნის 10 წლის შვილის ანგარიშზე 2 მილიონი დოლარი გადაირიცხა. ფიფას სამი ჩინოსანი კი რიო დე ჟანეიროში ხმის მიცემამდე ერთი დღით ადრე კერძო თვითმფრინავით ჩაფრინდა, რომელიც ყატარის ფეხბურთის ფედერაციის საკუთრებაა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა და ყატარმა მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება ერთდროულად, 2010 წლის დეკემბერში მოიპოვეს. მას მერე, რაც ფიფამ ჩათვალა, რომ ამ მოხსენების საფუძველზე არ მტკიცდებოდა ჩემპიონატის მასპინძლობის გაყიდვის ფაქტი, მაიკლ გარსიამ პროტესტის ნიშნად დატოვა თანამდებობდა. ეს 2014 წლის დეკემბერში მოხდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მითხარით ერთი რომელი მუნდიალი არ გაყიდულა?
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული