რონალდომ კარიერაში 48-ე ჰეთ-ტრიკი შეასრულა

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე ფარერებთან 5:1-ზე მოგებულ მატჩში პორტუგალიის ნაკრების 32 წლის კაპიტანმა კრიშტიანო რონალდომ ჰეთ-ტრიკი შეასრულა, ეროვნულ გუნდში გატანილი 78 გოლით პელეს გადაასწრო და ერაყელ ჰუსეინ საიდს გაუთანაბრდა.

ეს კარიერაში რონალდოს 48-ე ჰეთ-ტრიკია, რომელთაგან 5 ნაკრებში შეასრულა, 42 „რეალში“ და 1 „მანჩესტერ იუნაიტედში“.

და კიდევ: კრიშტიანომ მიმდინარე შესარჩევ ციკლში უკვე 14-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი, მადრიდის „რეალის“ ყოფილი თავდამსხმელის, სერბი პრედრაგ მიატოვიჩის (მიატოვიჩი მაშინ ჯერ კიდევ არსებული იუგოსლვიის ნაკრებში თამაშობდა) მიერ 1998 წლის მუნდიალის შესარჩევ ტურნირზე დამყარებული რეკორდი გაიმეორა და
ალბათ, მალე დაამხობს კიდეც.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ყველაფერში პირველია.ეს დაუღალავი ვარჯიშით ხდება.
ბრავო
13:56 07-09-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული