მუნდიალი 2018. G ჯგუფი: ადამიანები და არც მთლად... [VIDEO]

AutoSharing Option
ჯგუფის და მთელი მე-7 ტურის ცენტრალური მატჩი "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართა, სადაც 80 ათას ადამიანზე მეტმა ნახა, თუ როგორ განადგურდა "სკუადრა აძურა". დღის გმირი ისკო იყო, "რეალის" ნახევარმცველმა პირველ ტაიმში დუბლი შეასრულა, ჯერ საჯარიმო დარტყმით გაიტანა, მერე კი შორეული გასროლით. 77-ე წუთზე სერხიო რამოსმა და ალვარო მორატამ ერთობლივად კონტრშეტევაზე გამოიჭირეს იტალიელები, რამოსმა დიდებულად მოძებმა მორატა, რომელმაც ახლო მანძილიდან მესამედ აიღო ჯიჯი ბუფონის კარი, 3:0 "ფურია როხას" სასარგებლოდ.

იტალიის ნაკრებმა შესარჩევ ტურნირებში 2006 წლის მერე პირველად წააგო! 11 წლის წინათ, "სკუადრამ" საფრანგეთთან
დათმო - 1:3. წაუგებელი სერია 56-ე მატჩზე შეწყდა...

ხულიენ ლოპეტეგი (ესპანეთი): "ფეხბურთში არ არსებობს სრულყოფილება, ვიცოდით, რომ იქნებოდა მძიმე წუთებიც, რადგან იტალიის ნაკრები ნებისმიერს აიძულებს თავი დაიცვას. დღეს ესპანეთის ნაკრებმა შესანიშნავად ითამაშა ბრწყინვალე მეტოქის წინააღმდეგ. ბედნიერები ვართ, მაგრამ არა კმაყოფილები, ჯერ მუნდიალის საგზური არ მოგვიპოვებია. ისკომ დიდებულად ითამაშა, დღეს მას ძალიან სურდა, მთავარი გმირი გამხდარიყო. მან დაცვაშიც შესანიშნავად ითამაშა და საერთოდაც, ბრწყინვალე ფეხბურთელად ჩამოყალიბდა. დღეს ჩვენ მეტოქის გამო, ნამდვილი ცენტრფორვარდის გარეშე თამაში ვამჯობინეთ, თუმცა ფეხბურთი მხოლოდ სქემები არ არის".

ჯამპიერო ვენტურა (იტალია): "საერთო ჯამში, დიდი სხვაობა იყო ფიზიკურ მზაობაში და ოსტატობაში. ჩვენც გვარიანად დავეხმარეთ მეტოქეს საკუთარი შეცდომებით. 0:2 მაშინ გახდა, როცა ჩვენ კარში მხოლოდ ორი დარტყმა ჰქონდათ ესპანელებს, ჩვენ კი უკეთესი მომენტები გვქონდა. გადამწყვეტ მომენტში მასპინძლები დე ხეამ იხსნა. დღეისთვის იტალიის ნაკრები ადამიანებისგან შედგება, ესპანეთი კი მეეჭვება".

მადრიდის პარალელურ მატჩში მაკედონიას მისმა ლიდერმა გორან პანდევმა მოაგებინა ისრაელთან საგარეო დაპირისპირებაში და ამით, ალბათ, საბოლოოდ გამოთიშა ეს გუნდი მუნდიალის საგზურისთვის ბრძოლას. ალბანელებმა კი არც ისე იოლად მოუგეს ჯგუფის უდაო აუტსაიდერ ლიხტენშტაინს.

ალბანეთი-ლიხტენშტაინი 2:0
გოლები: 1:0 როში (54), 2:0 აგოლი (78)

ისრაელი-მაკედონია 0:1
გოლი: 0:1პანდევი (73)

ესპანეთი-იტალია 3:0
გოლები: 1:0 ისკო (13), 2:0 ისკო (40), 3:0 მორატა (77)
ესპანეთი (4-2-3-1): დე ხეა - კარვახალი, ს. რამოსი, პიკე, ალბა - ბუსკეტსი, კოკე - დ. სილვა, ინიესტა (72. მორატა), ასენსიო (78. ს. ნიგესი) - ისკო (90. ვილია)
იტალია (4-4-2): ბუფონი - დარმიანი, ბარძალი, ბონუჩი, სპინაცოლა - კანდრევა (70. ბერნარდესკი), დე როსი, ვერატი, ინსინიე - იმობილე (78. გაბიადინი), ბელოტი (70. ედერი)



თ მ ფ წ ბ ქ
1. ესპანეთი 7 6 1 0 24-3 19
2. იტალია 7 5 1 1 18-7 16
3. ალბანეთი 7 4 0 3 9-8 12
4. ისრაელი 7 3 0 4 9-13 9
5. მაკედონია 7 2 0 5 9-13 6
6. ლიხტენშტაინი 7 0 0 7 1-26 0

მომდევნო ტური
5 სექტემბერი:
მაკედონია-ალბანეთი, იტალია-ისრაელი, ლიხტენშტაინი-ესპანეთი.
მკითხველის კომენტარები / 2 /
აშკარად ჯიჯის რეაქცია შეუნელდა... სწორად აღნიშნა მათმა თავკაცმა, 2 დარტყმა და 2 გოლი. დონარუმა მინიმუმ ერთს მაინც აიღებდა...
დავითი
21:29 03-09-2017
0
იტალიის ნაკრებს თუ ვინმე დაღუოავს ეს ბუფონის ასაკია.უნდა მიხვდეს და ნაკრებიდან წავიდეს და დაუთმოს ადგიკი დონარუ ას ან სირიგუს.უკვე აღარ აქვს ის რექციები.ლიგუს ფინალშიც გამოჩნდა მისი სიბერე.ასე მოუვიდა სუბისარეტას და შილტონს,რომლებმაც სამარცხვინოდ დაამთავრეს სანაკრებო კარიერა...
გია
15:48 03-09-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული