ცენტრალურ მატჩში კი უკრაინამ 2:0 დაამარცხა თურქეთი. "დორტმუნდში" გადასვლამ ფრთები შეასხა ანდრეი იარმოლენკოს, რომელმაც დუბლი მიითვალა. აღსანიშნავია, რომ თურქეთს პირველად თავკაცობდა რუმინელი მირჩა ლუჩესკუ.
ანდრეი შევჩენკო (უკრაინა): "მეტოქე კარგად შევისწავლეთ და ჩვენი ბიჭების ფუნქციონალური კონდიციები უკეთესი იყო, ტაქტიკურადაც ბრწყინვალედ ვითამაშეთ. შეიძლება ზეიმიც, ოღონდ, მხოლოდ ერთი წუთით".
ფინეთის ნაკრებმა შესარჩევ ციკლში პირველი მატჩი მოიგო, ისლანდია 1:0 დაამარცხა და უკრაინას მისი გადასწრების საშუალება მისცა. გამარჯვების გოლი ალექსანდერ რინგმა მატჩის დასაწყისშივე გაიტანა, ბოლო 15 წუთი კი ისლანდიამ 10 კაცით ითამაშა.
ფინეთი-ისლანდია 1:0
გოლები: 1:0 რინგი (8)
გაძევება: გისლასონი (76. ისლანდია)
უკრაინა-თურქეთი 2:0
გოლები: 1:0 იარმოლენკო (18), 2:0 იარმოლენკო (42)
უკრაინა (4-4-1-1): პიატოვი - ბუტკო, ხაჩერიდი, კრივცოვი, მატვიენკო - იარმოლენკო, როტანი (79. მალინოვსკი), სტეპანენკო, კონოპლიანკა (90. ზინჩენკო) - კოვალენკო - კრავეცი (70. ბესედინი)
ხორვატია-კოსოვო შეწყდა
თ მ ფ წ ბ ქ
1. უკრაინა 7 4 2 1 11-5 14
2. ხორვატია 6 4 1 1 11-2 13
3. ისლანდია 7 4 1 2 9-7 13
4. თურქეთი 7 3 2 2 11-8 11
5. ფინეთი 7 1 1 5 5-10 4
6. კოსოვო 6 0 1 5 3-18 1
მომდევნო ტური
5 სექტემბერი:
ისლანდია-უკრაინა, თურქეთი-ხორვატია, კოსოვო-ფინეთი.