უცხოური ფეხბურთი

მსოფლიო ჩემპიონატი

გმირმა ლუქსემბურგელებმა ფრანგებთან ისტორიულ ყაიმს მიაღწიეს

AutoSharing Option
ბოლოს საფრანგეთის ნაკრებმა ლუქსემბურგის დამარცხება 2014 წლის თებერვალში ვერ მოახერხა, მაშინ 4:5 წააგო, მას შემდეგ თექვსმეტიდან თექვსმეტივე მატჩი მოუგო და წუხელ მუნდიალის საკვალიფიკაციო შეხვედრაში ფრეს დასჯერდა, თანაც სახლში, ტულუზაში.

ბუნებრივია, საფრანგეთი დიდ უპირატესობას ფლობდა (ბურთის ფლობა 75/25-ზე იყო), მაგრამ კარში ჩინებულად იდგა ჯონათან ჟუბერი. სტუმართა გუნდის მწვრთნელმა ლიუკ ჰოლცმა მიღწეულ შედეგს ისტორიული უწოდა და თქვა, ცოტა რომ გაგვმართლებოდა, შეიძლება გაგვემარჯვა კიდეცო.

გალთა ეროვნული გუნდის დამრიგებელმა დიდიე დეშამმა კი დაიჩივლა, სამი დღის წინ ჰოლანდიასთან უფრო ნაკლები მომენტი გვქონდა, ოთხი გოლი გავიტანეთ,
ამჯერად კი ეს ვერ მოვახერხეთ, რადგან მეტოქე გმირულად იცავდა თავსო.