სამაგიეროდ, რუსეთის საგზური ჯერ გერმანიამ და რამდენიმე წუთში კი ინგლისმაც გაიფორმეს. ისინი ევროპიდან მასპინძელ რუსეთსა და საგზურის პირველად მომპოვებელ ბელგიას შეუერთდებიან.
პოლონეთის ნაკრებმა ყველაფერი გააკეთა საიმისოდ, რომ მუნდიალის საგზური გაენაღდა, მაგრამ მხოლოდ მასზე არ იყო დამოკიდებული მოვლენათა განვითარება. ერევანში პოლონელებმა 6:1 გაანადგურეს სომხეთის ნაკრები. რობერტ ლევანდოვსკის ანგარიშზე ჰეთ თრიკია.
თუმცა ადამ ნავალკას გუნდს ჩერნოგორიაში ფრე ესაჭიროებოდა ჩერნოგორიისა და
მსოფლიოს ჩემპიონმა გერმანიამ მეცხრე მატჩში მეცხრე გამარჯვება ჩაიწერა და რუსეთის საგზურიც ოფიციალურად დაიბევა. იოახიმ ლიოვის გუნდმა ბელფასტში 3:1 მოუგო ჩრდილოეთ ირლანდიას.
კიდევ ერთი ჰეთ თრიკი ამ ჯგუფში ვიხილეთ, მოჰამედ ელიუნუსიმ საბრალო სან მარინოს სამი გოლი გაუტანა, მისმა ნორვეგიამ კი 8:0 იმარჯვა.
მოგება ჰყოფნიდა გარეთ საუთგეიტის ინგლისს სლოვენიასთან მატჩში, მაგრამ "უემბლიზე" გოლი არა და არ გადიოდა. მასპინძლებმა გამარჯვების გოლი მაინც გაიტანეს, მეოთხე კომპენსირებულ წუთზე თავი ჰარი კეინმა გამოიჩინა.
გარეთ საუთგეიტი (ინგლისი): "დღეს ჩვენი მეტოქე იყო გუნდი, რომელმაც აქამდე მხოლოდ ოთხი გოლი გაუშვა ტურნირის განმავლობაში. და თქვენ ყველამ კარგად ნახეთ, თუ რის ხარჯზე ახერხებს სლოვენია საკუთარ კარში ასე ცოტა გოლის გაშვებას. საუკეთესო ფორმაში არ ვყოფილვართ, მაგრამ შევძელით ბოლოსკენ გატანა.
მეტოქეს მოგება ესაჭიროებოდა, ამიტომაც ბოლოს შეტევაზე გადმოვიდა, რითაც ჩვენ ვისარგებლეთ. ვიცით, რომ უკეთ თამაში გვმართებს, მაგრამ მუნდიალზე მივდივართ და ეს დიდებულია! ინგლისის ნაკრებს დიდი პოტენციალი აქვს, მაგრამ წინ დიდი სამუშაოც არის დარჩენილი".
ძალზე მნიშვნელოვანი დაპირისპირება მოუგო შოტლანდიის ნაკრებმა სლოვაკეთს - 1:0.
სლოვაკებმა საკუთარ თავს უნდა დააბრალონ, ჯერ რობერტ მაკმა დააღალატა თავისიანები და მოედანზე უმცირესობაში დატოვა, შემდეგ კი მარტინ შკრტელმა საკუთარი კარი დალაშქრა.
ფაქტები
* რობერტ ლევანდოვსკიმ (პოლონეთი) ნაკრებში 50-ე გოლი გაიტანა და პოლონეთის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
* რობერტ ლევანდოვსკიმ ჰეთ თრიკი შეასრულა და 15 გოლით ევროპულ შესარჩევ ციკლს ჩაუდგა სათავეში. მან კრიშტიანო რონალდოს (პორტუგალია, 14 გოლი) გადაასწრო.
* ინგლისის ნაკრების ბოლო 9 გოლიდან 7-ში ჰარი კეინი მონაწილეობდა.
* იოახიმ ლიოვს მოგებათა საუკეთესო პროცენტი (68%) აქვს გერმანიის ნაკრების თავკაცთა შორის.
* გერმანიის ნაკრებმა მუნდიალის საგზური ისტორიაში მე-19-ედ მოიპოვა.
* რაც ჯოშუა კიმიხი გერმანიის ნაკრებში თამაშობს, მასზე მეტ გოლში მონაწილეობა არავის მიუღია - 3 გოლი და 10 საგოლე პასი 2016 წლის მაისის შემდეგ.
* სანდრო ვაგნერი დიტერ ჰიონესის შემდეგ პირველი გერმანელია, ვინც პირველ 4 სანაკრებო მატჩში 4 გოლის გატანა შეძლო.
C ჯგუფი
აზერბაიჯანი-ჩეხეთი 1:2
გოლები: 0:1 კოპიჩი (35), 1:1 ისმაილოვი (55), 1:2 ბარაკი (66)
აზერბაიჯანი (4-1-4-1): აგაევი - მირზაბაევი, ბ. ჰუსეინოვი, რ. სადიგოვი, პაშაევი - ისმაილოვი, ს. ჰუსეინოვი (79. მადათოვი), ამირგულიევი, ნაზაროვი (67. გარაევი) - ალმეიდა - გურბანოვი (63. სეიდიევი).
ჩეხეთი (4-2-3-1): პავლენკა - კარადაბეკი, ბრაბეცი, სუჩი, ბორილი - ჰუსბაუერი, დარიდა (78. სუჩეკი) - კოპიჩი, ბარაკი, იანკტო - კრემენჩიკი (89. კლიმენტი).
ჩრ. ირლანდია-გერმანია 1:3
გოლები: 0:1 რუდი (2), 0:2 ვაგნერი (21), 0:3 კიმიხი (86), 1:3 მაგენისი (90)
ჩრ. ირლანდია (5-3-2): მაკგოვერნი - ჰოჯსონი (46. დალასი), მაკლაგინი, მაკოული, ჯ. ევანსი, ბრანტი - კ. ევანსი (80. სევილი), ნორვუდი, დევისი - ლაფერტი (69. ვაშინგტონი), მაგენისი.
გერმანია (4-2-3-1): ტერ შტეგენი - კიმიხი, ბოატენგი, ჰუმელსი, პლატენჰარდტი - რუდი, კროოსი - გორეტცკა (66. ჩანი), მიულერი (83. შტინდლი), დრაქსლერი (72. სანე) - ვაგნერი.
სან მარინო-ნორვეგია 0:8
გოლები: 0:1 ჰენრიკსენი (8), 0:2 კინგი (14), 0:3 კინგი (17), 0:4 მ. ელიუნუსი (34), 0:5 მ. ელიუნუსი (48), 0:6 სალნესი (58), 0:7 მ. ელიუნუსი (68), 0:8 ლინესი (86)
სან მარინო (5-4-1): ა. სიმონჩინი - პალაცი, დ. სიმონჩინი, ჩევოლი, ბროლი, გრანდონი - ბერარდი (67. ბონინი), ბატისტინი, კარველინი (80. რინალდი), გასპერონი - ბერნარდი (89. ტომაზინი).
ნორვეგია (4-4-2): იერშტაინი - სვენსონი, ნორდტვეიდტი, ვალსვიკი, მელინგი - მ. ელიუნუსი (71. ტ. ელიუნუსი), ბერგე (46. სალნესი), ჰენრიკსენი, ლინესი - სორლოტი (62. სადერლუნდი), კინგი.
თ მ ფ წ ბ ქ
1. გერმანია 9 9 0 0 38-3 27
2. ჩრ. ირლანდია 9 6 1 2 17-5 19
3. ჩეხეთი 9 3 3 3 12-10 12
4. ნორვეგია 9 3 1 5 16-16 10
5. აზერბაიჯანი 9 3 1 5 9-14 10
6. სან მარინო 9 0 0 9 2-46 0
ბოლო ტური
8 ოქტომბერი
გერმანია-აზერბაიჯანი 22:45
ნორვეგია-ჩრ. ირლანდია 22:45
ჩეხეთი-სან მარინო 22:45
E ჯგუფი
სომხეთი-პოლონეთი 1:6
გოლები: 0:1 გროსიცკი (2), 0:2 ლევანდოვსკი (18), 0:3 ლევანდოვსკი (25), 1:3 ამბარცუმიანი (39), 1:4 ბლაშჩიკოვსკი (58), 1:5 ლევანდოვსკი (64), 1:6 ვოლსკი (89)
სომხეთი (4-1-4-1): მელიკსანიანი - ჰოვანესიანი, ამბარცუმიანი, ვოსკანიანი, იედიგარიანი - კადიმიანი (62. ე. მალაკიანი) - კორიანი (66. მანუჩარიანი), გ. მალაკიანი ადამიანი (66. მანოიანი), მხითარიანი - ბარსეგიანი.
პოლონეთი (4-2-3-1): შჩესნი - პიშჩეკი, გლიკი, პაზდანი (85. ციონეკი), ბერეზინსკი - კრიხოვიაკი, ლინეტი (59. მაჩინსკი) - ბლაშჩიკოვსკი, ზელინსკი, გროსიცკი (72. ვოლსკი) - ლევანდოვსკი.
ჩერნოგორია-დანია 0:1
გოლი: 0:1 ერიკსენი (16)
ჩერნოგორია (4-4-1-1): პეტკოვიჩი - მარუშიჩი, სავიჩი, სიმიჩი, ტომაშევიჩი - იანკოვიჩი (85. იოვოვიჩი), ვუკოევიჩი, ივანიჩი, ვესოვიჩი - იოვეტიჩი (20. ჯორჯევიჩი) - მუგოშა (76. კოიაშევიჩი)
დანია (4-2-3-1): შმეიხელი - დალსგაარდი, კიაერი, ბიელანდი, ლარსენი (43. დურმისი) - კვისტი, დელეინი - პოულსენი, ერიკსენი, სისტო - კორნელიუსი (64. ბენდტნერი).
რუმინეთი-ყაზახეთი 3:1
გოლები: 0:1 ბუდესკუ (33), 0:2 ბუდესკუ (38-პენ), 3:0 კესერუ (74), 3:1 ტურისბეკი (82)
რუმინეთი (4-2-3-1): ტატარუშანუ - ბენზარი, კირიკეში, გრიგორე, განეა - მარინი, პინტილი (70. ჰობანი) - ჩიპჩუ, ბუდესკუ (80. იონიცა), გროზავი - ანდონე (66. კეშერუ).
ყაზახეთი (5-3-2): პოკატილოვი - ბაისებეკოვი, ახმეტოვი, მალი, დიმიტრენკო, სუიუმბაევი - კუატი, ტაგიბერგენი (66. ტურისბეკი), ნურგალიევი (46. ხიჟნიჩენკო) - მურთაზაევი (58. შჩეტკინი), დარაბაევი.
თ მ ფ წ ბ ქ
1. პოლონეთი 9 7 1 1 24-12 22
2. დანია 9 6 1 2 19-7 19
3. ჩერნოგორია 9 5 1 3 18-8 16
4. რუმინეთი 9 3 3 3 11-9 12
5. სომხეთი 9 2 0 7 9-25 6
6. ყაზახეთი 9 0 2 7 5-25 2
ბოლო ტური
8 ოქტომბერი
დანია-რუმინეთი 20:00
ყაზახეთი-სომხეთი 20:00
პოლონეთი-ჩერნოგორია 20:00
F ჯგუფი
ინგლისი-სლოვენია 1:0
გოლი: 1:0 კეინი (90+3)
ინგლისი (4-2-3-1): ჰარტი - უოლკერი, სტოუნზი, კეჰილი, ბერტრანი - ჰენდერსონი, დაიერი - ოქსლეიდ-ჩემბერლენი (64. ლინგარდი), სტერლინგი (85. კინი), რაშფორდი - კეინი.
სლოვენია (4-4-2) : ობლაკი - სტრუნა, მედვლია, ჩესარი, იოკიჩი - ბეზაკი (72. რიპასი), კრჰინი, როტმანი (79. მატავცი), ვერბიჩი - სპორარი (55. ბირსა), ილიჩიჩი.
შოტლანდია-სლოვაკეთი 1:0
გოლი: 1:0 შკრტელი (89-საკ. კარში)
შოტლანდია (4-3-3): გორდონი - ტირნი (82. ანია), ბერა, მელგრიუ, რობერტსონი - მორისონი, ფლეტჩერი (79. მაკარტური), ბენანი - ფორესტი (61. მარტინი), გრიფიტსი, ფილიპსი.
სლოვაკეთი (4-5-1): დუბრავკა - პეკარიკი, შკრტელი, დურიცა, ჰუბოჩანი - კუჩკა (80. გიომბორი), გრეგუსი, ჰამშიკი (79. დუდა), ლობოტკა, მაკი - ნემეცი (79. ვაისი).
გაძევება: მაკი (23. სლოვაკეთი)
მალტა-ლიტვა 1:1
გოლები: 0:1 აგუსი (23), 1:1 სლივკა (53)
მალტა (4-4-2): ჰოგი - ბორგი, კამილერი, მუსკატი, ზაფარა - ფენეში (82. ატარდი), აგიუსი, პისანი, გამბინი (86. კლაიდი) - ეფიონგი, შკემბრი (46. ფაილა).
ლიტვა (4-3-3): ზუბასი - ვაიტკუნასი, მიკუცკისი, გირდვაინუსი, ანდრუშკევიჩუსი - ნოვიკოვასი, სლივკა, კუკლისი - მატულევიჩუსი (80. სპარვისი), ვალსკისი (46. პაპსისი), ჩერნიხი.
თ მ ფ წ ბ ქ
1. ინგლისი 9 7 2 0 17-3 23
2. შოტლანდია 9 5 2 2 15-10 17
3. სლოვაკეთი 9 5 0 4 14-7 15
4. სლოვენია 9 4 2 3 10-5 14
5. ლიტვა 9 1 3 5 7-19 6
6. მალტა 9 0 1 8 3-22 1
ბოლო ტური
8 ოქტომბერი
სლოვენია-შოტლანდია 20:00
სლოვაკეთი-მალტა 20:00
ლიტვა-ინგლისი 20:00
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"