ადვოკატი: ძნელი წარმოსადგენია ვინმემ 0:8 წააგოს

AutoSharing Option
ბორისოვოში ბელარუსის ნაკრების 3:1-ზე დამარცხების შემდეგ, ჰოლანდიელთა მწვრთნელმა დიკ ადვოკატმა მოკლე კომენტარი გააკეთა:

"მუნდიალზე გასასვლელად სახლში შვედეთის 7-ბურთიანი სხვაობით დამარცხება გვჭირდება. კი მოუგო შვედეთმა ლუქსემბურგს 8:0, მაგრამ ეს მოულოდნელი შედეგია. ძნელი წარმოსდგენია დღეს ვინმე ამხელა ანგარიშით დამარცხდეს.

საბედნიეროდ გავიმარჯვეთ. ახლა ამსტერდამული მატჩისათვის მზადებას შევუდგებით. შანსი ჯერ კიდევ გვაქვს. დეპაი შეცვლაზე შევუშვი და ტაქტიკა 4-2-4-ზე გადავაწყვე. მომენტები შევქმენით. ადრე რომ გაგვეტანა გოლი, სულ სხვა თამაში წავიდოდა. საუკეთესოდ არ გვიასპარეზია".
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა 8-0 ჰოლანდიაში ფეხბურთი სულს ღაფავს. წავლენ რობენი და მისი პლეადა და ალბანეთთან 1-0-ც კი საოცნებო გაგიხდებათ. დეპაის და პრომესის იმედზე დარჩა ჰოლანდიის საფეხბურთო მომავალი. მოგიწევთ ისევ სურინამში ენაგადმოგდებული სირბილი რომ გულიტის და რეიკაარდის მაგვარი ფეხბურთელები აღმოაჩინოთ და ისევ დაიწყოს აღმასვლა ფეხბურთმა ნიდერლანდებში.
................
10:42 08-10-2017
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული