მ/ჩ 2018. შესარჩევი. სამხ. ამერიკა: ან ფიესტა ატაუალპაზე, ან... მუნდიალი მესის გარეშე

AutoSharing Option
ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ ბუენოს აირესში უყურა ლეო მესის თამაშს. დიდი შანსია, რომ მას ეს რუსეთის მუნდიალზე არც მოუწიოს, რადგან არგენტინა კატასტროფის პირასაა...

ყველაფერს ველოდით და არგენტინის ნაკრები "ლა ბონბონერაზეც" თუ ვერ მოახერხებდა ნორმალური ფეხბურთის თამაშს, ამას ვერა - ლეო მესი ლამის ერთადერთი იყო, რომელიც რაღაცას ცდილობდა. შედეგად, გუნდმა შინ ვერ მოუგო უშუალო კონკურენტს და ბოლო ტურის წინ მეექვსე ადგილზეა, ანუ თამაშგარე მდგომარეობაში.

ხორხე სამპაოლი (ჩილე): "მესის მეტს ვერ მოვთხოვთ, ის აკეთებს ყველაფერს. მას ბურთი მიაქვს მეტოქის კარამდე, ქმნის საგოლე
შანსებს. ამას სხვა ვერავინ შეძლებს".

არგენტინელებს გაუმართლათ, რომ მათმა ერთმა უშუალო კონკურენტმა კოლუმბიამ ბოლო წამებზე გაანიავა რადამელ ფალკაოს გოლით მიღებული უპირატესობა და სულაც წააგო პარაგვაისთან.

ურუგვაიმ ვერ შეძლო აუტსაიდერი ვენესუელას დამარცხება (0:0), თუმცა პლეი-ოფში თამაში მაინც გაინაღდა. თუკი ჩილე მუნდიალზე მაინც გავა, ამას ალექსის სანჩესს უნდა უმადლოდეს, რომელმაც ეკვადორთან მატჩის მიწურულს მოაგებინა ჩილეს - 2:1 და კოპა ამერიკის გამარჯვებული სულაც მესამე ადგილზე გადავიდა.

ნეიმარმა ბოლივიურ პირობებს (გაუხშოებული ჰაერი) უბრალოდ არაადამიანური უწოდა, გუნდმა კი უმოტივაციო თამაშში 0:0 ითამაშა.

არგენტინის ნაკრების ბედი კი კიტოში, "ესტადიო ოლიმპიკო ატაუალპაზე" გადაწყდება, სადაც სამპაოლის გუნდი ეკვადორს სტუმრობს. გამარჯვება "ალბისელესტეს" სულ მცირე, ახალ ზელანდიასთან საპლეიოფო რანდევუს მოუპოვებს, სხვა შემთხვევაში კი... Don't cry for me არგენტინა.

ფაქტები
* მუნდიალის საგზური უკვე მოპოვებული აქვს ბრაზილიის ნაკრებს.
* ეკვადორის, ბოლივიისა და ვენესუელის ნაკრებები უკვე გავარდნილები არიან.
* ურუგვაის ნაკრებმა პლეი-ოფის საგზური გაინაღდა.
* მე-17 ტურში 5 მატჩში 6 გოლი გავიდა. აქედან 5 მატჩების ბოლო 11-წუთეულებში.
* პარაგვაის ნაკრებმა მესამედ მოახერხა საკვალიფიკაციო მატჩის მოგება დამატებით დროში და მეორედ ეს კოლუმბიის წინააღმდეგ შეძლო.
* 435 წუთია, არგენტინის ნაკრებს გოლი არ გაუტანია საკვალიფიკაციო ეტაპზე.

თ მ ფ წ ბ ქ
1. ბრაზილია 17 11 5 1 38-11 38
2. ურუგვაი 17 8 4 5 28-18 28
3. ჩილე 17 8 2 7 26-24 26
4. კოლუმბია 17 7 5 5 20-18 26
5. პერუ 17 7 4 6 26-25 25
6. არგენტინა 17 6 7 4 16-15 25
7. პარაგვაი 17 7 3 7 19-24 24
8. ეკვადორი 17 6 2 9 25-26 20
9. ბოლივია 17 4 2 11 14-34 14
10. ვენესუელა 17 1 6 10 18-35 9

* შენიშვნა: I-IV ადგილები მუნდიალზე, V ადგილი - პლეი-ოფში
ბომბარდირები: 9 - ედინსონ კავანი (ურუგვაი); 7 - ფელიპე კაისედო (ეკვადორი), ალექსის სანჩესი (ჩილე).

ბოლო ტური
10 ოქტომბერი
ბრაზილია-ჩილე 03:30
ეკვადორი-არგენტინა 03:30
პარაგვაი-ვენესუელა 03:30
პერუ-კოლუმბია 03:30
ურუგვაი-ბოლივია 03:30

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული